ლიტერატურა

ერთთვიანი უფასო წვდომა 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე

"საბა"

მარტი 19, 2020

16 მარტიდან ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობების უპრეცედენტო მხარდაჭერით, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ერთთვიან უფასო წვდომას 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. განახლებული SABA Reader აპლიკაციების (Android და iOS) საშუალებით როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.



„საბას“ მთელ ბიბლიოთეკაზე ერთთვიანი უფასო წვდომის აქტივაცია მხოლოდ SABA Reader აპლიკაციებიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული ახალი მომხმარებელი 4წიგნიანი პაკეტის აქტივაციას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თაროზე ერთდროულად 4 წიგნის განთავსებას შეძლებენ, თუმცა „საბას“ ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნების უკან დაბრუნება და სხვა წიგნებით ჩანაცვლება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს 6 000-ზე მეტ წიგნზე შეუზღუდავ წვდომას აძლევს.




რაც შეეხება „საბას“ არსებულ მომხმარებლებს, ანუ მათ, ვისაც გამოწერის სერვისის ფარგლებში 1თვიანი, 6თვიანი ან 1წლიანი მოცულობის პაკეტები უკვე შეძენილი აქვთ, აქციის პირობებში ერთთვიანი უფასო წვდომა საჩუქრად დაემატებათ. „საბას“ ექსპერტი (8წიგნიანი) პაკეტის მფლობელები კი ერთთვიანი უფასო წვდომის განმავლობაში 4წიგნიანი პაკეტის ნაცვლად კვლავ 8წიგნიანი პაკეტით ისარგებლებენ.



ერთთვიანი უფასო წვდომის ამოწურვის შემდეგ, ახალ მომხმარებლებს ფასიანი პაკეტები ავტომატურად არ გაუაქტიურდებათ. წიგნის ყველა მოყვარული მიიღებს შესაბამის ინფორმაციას და სურვილისამებრ გააგრძელებს აპლიკაციის ფასიან სერვისს. 


რამდენიმე თვის წინ შეიქმნა პლატფორმა „საბკულტურა“, რომლის მიზანია მსგავსი ინტერესებისა და ფილოსოფიის მქონე ადამიანების გაერთიანება. ადამიანების , ვისაც უყვართ კითხვა და სჯერათ რომ კითხვაში გატარებული ყოველი წუთი ცვლის ფიქრებს, ფიქრები ქმედებებს, ქმედებები კი - სამყაროს!


სწორედ ამ მოძრაობის ფარგლებში ზაფხულიდან მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი განახლებულია აპლიკაცია SABA Reader გახდა, რომელიც წიგნის მოყვარულებს კითხვის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს.


დღეს კი, არსებულ სიტუაციაში, “საბკულტურამ”, როგორც ლიტერატურულ მოძრაობამ, შეექმნა სივრცე, სადაც წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ მოიყარონ თავი, ისარგებლონ უფასო წვდომის 1 თვიანი აქციით, მიიღონ და გასცენ ლიტერატურული რეკომენდაციები ან უბრალოდ ისაუბრონ წიგნებზე.