ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე მონაწილეთა რეგისტრაციისთვის სულ ცოტა დრო რჩება.

ოქტომბერი 26, 2020

ადრენალინი

ადრენალინი ქმნის ეკოსისტემას სპორტის და სპორტსმენების განვითარებისათვის ისეთ ექსტრემალურ სახეობებში, როგორიცაა ფრირაიდი, სკი ტური, ფრისტაილი, სნოუბორდი, წყლისა და ქარის სპორტის სხვადასხვა სახეობა.

ადრენალინი სპორტსმენებს უსასყიდლოდ გადასცემს სრულ ეკიპირებას. 

ადრენალინი

Wellbeing Solutions

Wellbeing Solutions-მა პანდემიის დროს 33 უფასო ვებინარი ჩაატარა კერძო და საჯარო კომპანიებისთვის თემაზე: პოზიტიური ლიდერობა და გუნდის მართვა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და ბედნიერება, ემოციების და სტრესის მართვა, ფსიქოლოგიური კაპიტალის გაძლიერება. 33 ვებინარი 90+ საათი გრძელდებოდა და 5.000+ მონაწილე ჰყავდა. 

Wellbeing Solutions

ჩიკატაი

ჩიკატაი ნატურალური მასალებისგან ხელნაკეთ სათამაშოებს ქმნის. ამზადებენ სათამაშოებს მეგობარი ბრენდის "სფილოუს" ტექსტილის საწარმოო ნარჩენებისგან, რითაც ხელს უწყობენ მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ჩიკატაი ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდასაჭერად - ჩიკატაიმ შექმნა სათამაშო ქურციკი, რომლის გაყიდვებიდანაც შემოსული სრული მოგება გადაირიცხება ვაშლოვენის ნაკრძალში ქურციკების რეინტროდუქციის პროექტის ფარგლებში მათთვის მონიტორინგის საყელურების შესაძენად.

ჩიკატაი

ამონაშვილის აკადემია

ამონაშვილის აკადემია ბავშვებს აძლევს იმ უნარებს და მსოფლმხედველობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. აკადემია მშობლებთან მუშაობს საკუთარი შვილებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბების, მათი შინაგანი სამყაროს გაგების, ბავშვების მიმართ ნდობის გამოცხადებისა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების აგების სწავლების კუთხით.


აგრეთვე, აკადემია მასწავლებლებს სთავაზობს გამორჩეულ სწავლების მეთოდებს. აკადემია ატარებს ჯგუფურ შეხვედრებს, ღია გაკვეთილებს, ოჯახურ სემინარებს ქალაქგარეთ, განმავითარებელ ბანაკებს, ფსიქოლოგიურ გრძელვადიან ტრენინგებს ბავშვებისა და მშობლებისათვის. 

ამონაშვილის აკადემია

ბუბუსი

2020 წლის მარტში „ბუბუსიმ“ გადაწყვიტა გამოეჩინა სოციალური პასუხისმგებლობა და დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეებს.


მარტის ბოლო და აპრილის შუა რიცხვებში, სანამ სახელმწიფო მოახერხებდა პირბადეების დეფიციტის შევსებას „ბუბუსის“ გუნდმა უდიდესი შრომის და უძილო ღამეების შედეგად, საკუთარი ხარჯებით დაამზადა 10 000-მდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადე. ქუთაისში, თბილისში, მარნეულში(როცა ჩაკეტეს ქალაქი და განსაკუთრებით სჭირდებოდათ) საჩხერეში, კლინიკებს, პოლიციელებს, კურიერებს, ტაქსის მძღოლებს, ბავშვთა სოფელს, მოხუცთა პანსიონატებს, ტაძრებში მრევლს, ქუთაისის მერიას, სადეზინფექციო ცენტრს და უამრავ სხვას სრულიად უსასყიდლოდ დაურიგდა მრავალჯერადი პირბადეები. 

ბუბუსი