ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

2020 წელი რთული იყო ყველასთვის, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკის გაჩერება, არანაკლებ რთული აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, ვიდრე თვითონ ვირუსი. გამოწვევების წინაშე დადგა ბიზნესის თითქმის ყველა სფერო. ბიზნესებს მოუხდათ ახალი გზების ძიება, იმისათვის რომ არ გაჩერებულიყვნენ. ამ ნომინაციაში ჩვენ წარმოგიდგენთ ისეთ ბიზნესს, რომელმაც მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მოახდინა ახალ რეალობასთან ადაპტაცია და ბიზნესი გააგრძელა; ახალი გზა იპოვა მომხმარებლამდე მისასვლელად.

ნოემბერი 11, 2020

Home Alone

Home alone (მარტო სახლში) ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სახლის ჭკვიან მართვაზე დაფუძნებულ სისტემებს აწარმოებს. ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია, სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად შეიქმნას იდეალური პირობები თქვენი სახლისთვის და შეიცვალოს ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ - შეძლოთ სახლის კონტროლი დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. Home Alone-ს სურდა საქართველოში რაიმე ახალი, ინოვაციურის შემოეტანა, რაც ყველასთვის საინტერესო და, ამავე დროს, თანამედროვე იქნებოდა. კომპანიის მიზანია, საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების სფეროში წვლილის შეტანა.

Home Alone

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - რამდენიმე ტურისტულ ობიექტს აერთიანებს, რომლებიც სიღნაღის მშვიდ და ლამაზ, ერთ დროს მიტოვებულ სოფელ ქედელში მდებარეობს. საცხენოსნო რანჩო 2012 წლიდან ფუნქციონირებს. შარშან კი 150 წლის სახლის აღდგენა მოხდა, სადაც შენარჩუნებულია კახური ტრადიციული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილი. თანამედროვე შტრიხები შეტანით კი საინტერესო და განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო აპარტამენტი მიიღეს.


აგროტურისტული ობიექტი გამოირჩევა შემდეგი მომსახურებებით: საცხენოსნო ტურები სიღნაღისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხენოსნო გაკვეთილები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე ყველა ასაკის ადამიანისთვის, კრაფტ ლუდი, რომელსაც საკუთარ ლუდსახარშში მზადდება. მყუდრო ინტერიერი, სადაც კარგად ერწყმის ერთმანეთს ტრადიციული არქიტექტურა და კომფორტი, სოფლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები პირდაპირ ბაღებიდან და სოფლად მცხოვრები ოჯახებიდან მოდის, ველური ბუნება და სოფელი, უგემრიელესი სამზარეულო, განსხვავებული მენიუ, განსხვავებული ღონისძიებების დაგეგმვა როგორც კერძო, ისე კორპორაციული დაკვეთებისთვის. 


Lost Ridge Inn

Ecohouse Factory

ეკოჰაუს ფექტორიმ 2020 წლის თებერვალში დაიწყო საქმიანობა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა თანამედროვე სამშენებლო მასალის, სენდვიჩ-პანელის იმპორტი და სხვადასხვა დანიშნულების კონტეინერების დამზადებაა. დაფუძნებიდან მალევე კომპანიას მოუწია ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, მათ დისტანციურ რეჟიმში არაერთი საპასუხისმგებლო პროექტი განახორციელეს.


ონლაინ რეჟიმის პირობებში, როცა საამქროში მაქსიმალური უსაფრთხოების წესების დაცვით თანამშრომლები მორიგეობით მუშაობდნენ, კომპანიამ გამართა არაერთი ცხელების ცენტრი, მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი ცხელების ორკამერიანი ცენტრი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჩუქრად გადასცეს.

Ecohouse Factory

ქისა

ქისა - უკვე სამი წელია აწარმოებს ტყავის აქსესუარებს, კერძოდ კი უმაღლესი ხარისხის ჩანთებს ქართული ტყავისგან, ძველი ქართული დიზაინის მოდიფიკაციით. სახელოსნო/შოურუმიდან, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს, ხორციელდებოდა ძირითად გაყიდვები, მაგრამ წლევანდელი მოვლენების შედეგად კომპანია იძულებული გახდა გაყიდვის სრუალიად სხვა ფორმატზე გადართულიყო . ტურისტული სეზონის ჩავარდნამ, რომელსაც ყოველ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ბიზნესის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვნად დააზარალა კომპანია. საპასუხოდ, კომპანიამ გაყიდვები მთლიანად გადაიტანა ონლაინ რეჟიმში ელ-კომერციის სხვადასხვა პლატფორმებზე , რომლებიც ექსპორტთან პირდაპირ კავშირში არიან: Etsy, Shopify და Pinterest. დღეს ქისას უფრო ძლიერი და სტაბილური გაყიდვების არხები აქვს, ვიდრე ოდესმე და ამ პლატფორმების დამსახურებით უკვე 2 000-ზე მეტი ნივთის ექსპორტს ახორციელებენ უცხოეთში. გარდა ამისა, გაყიდვის ეს საშუალება უზრუნველყოფს კომპანიის 10 კაციანი გუნდის ყველაზე უსაფრთხო სამუშაო პირობების შენარჩუნებას ჩაკეტილ გარემოში და ასევე პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

ქისა

ნატალი ჯგუფი

კორონა ვირუსის ფარგლებში ნატალი ჯგუფმა სტუმრების უსაფრთხოების მიზნით შექმნა მომსახურების/პროდუქტის სახლში მიღების საშუალება, ნებისმიერი მომსახურებისთვის თითოეული მომხმარებელი იღებდა უფასო ონლაინ კონსულტაციას შესაბამის სპეციალისტთან, შემდეგ შეირჩეოდა სრული პაკეტი ყველა საჭირო ინვენტარითა და პროდუქტით, რომელსაც თან ახლდა დეტალური ვიდეო ინსტრუქცია, ბოლოს კი უკონტაქტო მიტანის სერვისის პრინციპით იგზავნებოდა ადრესატთან. შედეგად, პანდემიის პირობებში კი კომპანიამ შეძლო თავისი მისიის - სილამაზის მიწოდების შესრულება და მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, პროცედურები მიეღოთ სახლიდან გაუსვლელად, ყველანაირი უსაფრთხოების ნორმის დაცვით.

ნატალი ჯგუფი

Rento Safety

პანდემიამდე ბიზნესი დაფუძნებული იყო ტურისტულ სატრანსპორტო მომსახურებაზე, რომელიც მომხმარებლის გარეშე დარჩა. ადაპტაციის პირველ ეტაპზე ქვეყანაში შეიქმნა სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც აფერხებდა იმ კომპანიების სრულფასოვნად მუშაობის პროცესს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოქალაქისათვის. Rento Safety დაიწყო აღნიშნული კომპანიების თანამშრომელთა მაქსიმალური უსაფრთხოებითა და „კოვიდ“-პროტოკოლით ტრანსპორტირება. აღნიშნულმა საქმიანობამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა ყველაზე რთულ დროს შეენარჩუნებინა და შეექმნა ფინანსური კეთილდღეობა დასაქმებული ადამიანებისთვის.


ადაპტაციის მეორე ეტაპზე ჩვენ ჩავერთეთ სპეცრეისებით ჩამოფრენილი მოქალაქეების საკარანტინო ზონებში ტრანსპორტირების პროცესში, რამაც მოგვცა დიდი ცოდნა და გამოცდილება უსაფრთხოების ნაწილში. ვხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო, ჩვენ კი ბიზნესის სტაბილიზება და განვითარება გვჭირდებოდა, ამიტომ ყურადღებით შევისწავლეთ, კიდევ რა სჭირდებოდა ბაზარს ყველაზე მეტად. ეს იყო „კოვიდ“-უსაფრთხოება. ავამუშავეთ დივერსიფიკაციის მასშტაბური და სწრაფი გეგმა და შევქმენით კომპანია Rento Safety, რომელიც კომპანიებს უზრუნველყოფს ყველა იმ პროდუქტითა და სერვისით, რომელიც „კოვიდ“-უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი.

Rento Safety

Snap Fitness

სნეპ ფიტნესი ამერიკული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტ ფილიალს ფლობს. სნეპ ფიტნესი ოფიციალურად წარმომადგენილია საქართველოში 2015 წლიდან. ამ ეტაპზე თბილისში 4 ფილიალია ცენტრალურ ლოკაციებზე. დარბაზები აღჭურვილია ტექნოჯიმის უახლესი დანადგარებით და კვალიფიციური ინსტრუქტორებით. დარბაზები მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათი. 


ბრენდის ქვეშ შეიქმენა აკადემია, სადაც ფიტნეს ინსტრუქტორები მომზადებას გადიან, შემდეგ პრაქტიკას გადიან სნეპ ფიტნესის დარბაზებში და მათ შორის წარმატებულებს ეძლევათ საშუალება, იქვე დასაქმდნენ და საგრძნობლად გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობა. სნეპში ამჟამად დაასაქმებულია 120 ადამიანი. 


პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბიზნეს სექტორი, მათ რიცხვში სნეპ ფიტნესიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, 4 თვიანი ჩაკეტვის შემდეგ წარმატებით გაიხსნა მე-4, პრემიუმ კლასის დარბაზი ქინგ დევიდში.

Snap Fitness

Travelfy

ტუროპერატორი Travelfy 2020 წლის თებერვალში დაფუძნდა და მარტში დაიწყო ფუნქციონირება, როგორც მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია. 2 კვირაში, პანდემიის და საკარანტინე რეჟიმის გამო, დროებით ოფისის დახურვა და მუშაობის დისტანციურად გაგრძელება მოუწიათ.


მეორე დღიდანვე მთელი ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებდა სწავლებებს (სემინარები, ტრენინგები, მიმართულებების და პროდუქტის ძირეულად შესწავლა) თანამშრომლებისთვის. ასე რომ, ამ გაურკვეველ პერიოდში, როდესაც ტურიზმი მიწასთან იყო გასწორებული და ბაზარზე არსებული კომპანიების უმრავლესობა დაკეტილი იყო, პირველებმა გახსენეს ოფისი თანამშრომლების სრული შემადგენლობით. travelfy რამდენიმე სასტუმროსთან პარტნიორობით დაიწყო აქტიური მარკეტინგული კამპანია საქართველოს ბაზარზე არსებული მიმართულებების. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება და სიმპათია მოყვა მომხმარებლების მხრიდან. Travelfy-მ განახორციელა რამდენიმე ივენთი ტურიზმის მხარდასაჭერად. ამის შედეგად თრეველფაიმ სეზონზე ყველაზე მეტი ჯავშანი მიიღო, გახდა რამდენიმე ტოპ სასტუმროს გაყიდვების ლიდერი და შეძლო 500,000 ლარის პროდუქტის რეალიზება.  

travelfy

Universe Business Group

,,უნივერს ბიზნეს გრუპ''-ი პანდემიის პერიოდში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. კადრების როტაციის თავიდან ასაცილებლად რადიკალური ზომები მიიღეს, შეინარჩუნეს არსებული თანამშრომლები და, მიუხედავად კრიზისული ვითარებისა, არ შეჩერებულა მათი ანაზღაურება. სამთავრობო განკარგულებებისა და ინსტრუქციების თანახმად, პროდუქციის ასორტიმენტში დაემატა სადეზინფექციო და პირადი უსაფრთხოების საშუალებები, პროდუქციის მიტანის სერვისი. თანამშრომლების გადასაადგილეებლად კომპანიამ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები გამოყო. ზედმიწევნით გაითვალისწინა და განახორციელა მთავრობის მიერ საგანგებო ვითარებაში გაცემული რეკომენდაციები.


ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო გადაწყდა მოქმედებისთვის უფრო ფართო სახის მიცემა და გაიხსნა ახალი საწარმო, რამაც კომპანიას წარმადობა გაუზარდა. დაიწყო პროდუქციის მიწოდება ექსპორტზე. ქვეყანაში რთული ვითარების გამო, უმუშევართა რიცხვმა მოიმატა, მაგრამ უნივერს ბიზნეს გრუპმა სწორედ ამ პერიოდში დამატებით დაასაქმა ოცამდე ადამიანი. კომპანიის ხელმძღვანელობის სწორი ფინანსური და მარკეტინგული სვლებით გაცილებით მეტი დამკვეთი მოიზიდა, რაც გაფართოვების პერსპექტივის უფრო მეტ იმედს იძლევა.

Universe Business Group LLC

ევროპის აკადემიური ცენტრი

კომპანია საქმიანობს საგანმანათლებლო სფეროში. აქვს საგანმანათლებლო კურსები და პროგრამები სხვადასხვა განხრით, როგორიცაა სამართალი, ბუღალტერია, ვატარებთ ტრენინგებსა და სემინარებს, ასევე ორგანიზებას უწევს არაფორმალური განათლების პროექტებს.


2020 წლის განმავლობაში წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ შეძლო თოთოეული პროგრამის სიტუაციასთან ადაპტაცია და მათი ხარვეზების გარეშე ორგანიზება. მთავრობის მიერ დადგენილი ყველა რეგულაციის გათვალისწინებით განაგრძო მუშაობა შერეული ფორმატით, მათ შორის - დისტანციურით. განათლების ხარისხი, რომელიც პროგრამებსა და კურსებს გააჩნდათ, დაბრკოლებების მიუხედავად, არ შეცვლილა. კომპანიის ყოველი მომხმარებელი აგრძელებს სასწავლო კურსებს, სასერტიფიკატო პროგრამებს თუ ტრენინგებს სხვადასხვა ფორმით და იმის გარანტიით, რომ მათი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილია.

ევროპის აკადემიური ცენტრი

ევროსტანდარტი

კომპანია ახორციელებს საწარმოო მაცივრების იმპორტს. ეს პროდუქცია არის როგორც სამაღაზიო მაცივრები, ასევე სოფლის მეურნეობის მაცივარ-დანადგარები.


2020 წელი პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული წელი იყო კომპანიისთვის. როცა კონკურენტმა ორგანიზაციებმა დაიწყეს კადრების შემცირება და ხელფასების განახევრება, ამ დროს ევროსტანდარტმა დანაზოგის საშუალებით მოტივირებულ კადრებს ანაზღაურება გაუზარდა. მსგავსმა აქტივობამ გამოიღო დადებითი შედეგი, გაიზარდა კვალიფიციური კადრების რაოდენობა, განახორციელეს ბაზრის მოთხოვნისთვის შესაბამისი მაცივარ-დანადგარების ჩამოტანა, რომელიც კონკურენციას უწევს არსებულ დანადგარებს. კომპანიის ბრუნვა წინა წელთან შედარებით დაახლოებით გაათმაგდა. მომავალ წლებში მეზობელი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრების ათვისებას გეგმავენ.

ევროსტანდარტი

თიმბოუთი

დაარსდა 2007 წელს და თავიდანვე მიზნად დაისახა კომპლექსური ამოცანა - კომპანიების თანამშრომელთა ჯგუფის ეფექტურ გუნდად გადაქცევა. გუნდურობის მიმართულებით კომპანია ძირითადად ახორციელებს კორპორატიულ გასვლით ღონისძიებებს (Team Building).


2020 წელს ონლაინ რეჟიმზე გადასვლა იყო კომპანიისათვის გამოწვევა, რამაც ონლაინ თიმბილდინგის დანერგვისკენ უბიძგა. მომზადდა რამდენიმე სახეობის ონლაინ პროგრამა, რომლებიც წარმატებით განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

teamboat

Travel Guide

Travel Guide ახალი გლობალური მობაილ პლატფორმაა. ის მომხმარებელს მოგზაურობის დაგეგმვას უმარტივებს და მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. კომპანიის მთავარი მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ტურიზმის სექტორის განვითარებაა. პლატფორმა გათვლილია, როგორც მოგზაურებზე, ასევე ინფლუენსერებზე. მათ გამოცდილების გაზიარება, მსოფლიოს გარშემო საავტორო ტურების შექმნა და საკუთარი გამოცდილების კომერციალიზაცია შეუძლიათ, ფოტო და ვიდეო კონტენტის გამოყენებით. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია Offline რეჟიმშიც. ამ ეტაპზე ის ოთხენოვანია: ქართული, ინგლისური, რუსული და ჩინური. კომპანიის მთავარი მისია საქართველოს ტურისტული ეკო სისტემის განვითარება, მომსახურების მაღალი ხარისხის დანერგვა და ბიზნეს ოპერატორების წარმატებაში ხელშეწყობაა.


COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაციები ელექტრონული სერვისების მნიშვნელობას მეტად ზრდის. მოთხოვნიდან გამომდინარე Travel Guide-ის გუნდმა შეიმუშავა განთავსების ობიექტებისა და საქართველოს სტუმრებისთვის სპეციალური პროდუქტი E-MENU, რომელშიც შედის შემდეგი სახის მომსახურება: რესტორნის ელექტრონულ მენიუ, მენიუს გახსნა QR კოდისა და აპლიკაციის მეშვეობით, ოთხენოვანი ელექტონული კონტენტი (ქართული, რუსული, ინგლისური, ჩინური), უკონტაქტო შეკვეთისა და დაჯავშნის შესაძლებლობა.

Travel Guide

YOU TV

მაუწყებლობა ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად მოიცავდა მუსიკალურ პროგრამებს. 2020 წლის პანდემიის პირობებში ისევე, როგორც ყველგან, ოზურგეთის რაიონშის გაჩერდა კულტურული სამყარო, დაიკეტა თეატრი, გაუქმდა კონცერტები და ა.შ. აქედან გამომდინარე YOU TV-მ გადაწყვიტა, რომ ყველა ეს კულტურული ღონისძიება ეთერში გადაეტანა.


გაფორმდა მემორანდუმი ოზურგეთის ალესანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრთან და მათი ვიდეოსპექტაკლები ჩაეშვა ტელევიზიის ეთერში. ამ აქტივობამ ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა, ყოველკვირეულად სამი პრემიერა ეშვებოდა, ასევე გაგრძელდა მუსიკალური და გასართობი პროგრამები. დაიწყო მომხმარებლის მოთხოვნების მიღება და გათვალისწინება.

You TV

სინერჯი კაპიტალი

სინერჯი კაპიტალი ყიდულობს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, შეჰყავს ინვესტორები და სინერჯის გუნდი ზრუნავს მათ სტრატეგიულ-ორგანიზაციულ განვითარებაზე, რათა ღირებულება გაუზარდოს.


„კოვიდმა“ პორტფელის კომპანიების ფუნქციონირებას შეუქმნა საფრთხე. ასევე, გაზარდა ინვესტორების თავშეკავების რისკი, რომ კომპანიებში ინვესტიცია განეთავსებინათ. მარტშივე განხორციელდა დისტანციურად საშტაბო მართვის მოდელზე გადასვლა სინერჯიშიც და პორტფელურ კომპანიებშიც, რომ მობილიზებულები და ოპერატიულები გამხდარიყვნენ. მოხდა გაყიდვების და მომსახურების დისტანციური არხების განვითარება კომპანიებში; ასევე, პროდუქტების/შეთავაზებების ცვლილება. 4 განსხვავებულ პოზიციაზე 7 ახალი თანამშრომელი აიყვანეს, უმეტესწილად დისტანციურად ჩატარებული შერჩევის პროცესებით. იურიდიული პროცესები გააციფრულეს, იუსტიციის სახლის ელ-სერვისების გამოყენებით ამ პერიოდში კომპანიების წილების შეძენა-გასხვისების, ინვესტორების შეყვანის ოპერაციები შეუფერხებლად სინერჯიმ მოუწოდა ადამიანებს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა, გაერთიანებულიყვნენ და დაეწყოთ ქართულ კომპანიებში წილების შეძენა, რათა ერთად უფრო მეტი ბიზნესი გადარჩენილიყო. გაზაფხულის 1 თვეში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნა მოზიდული, 2020 არასრულ წელს უფრო მეტი ახალი აქციონერი შემოემატა სინერჯის ვიდრე 2019 წელს.

სინერჯი კაპიტალი