alt-J ლისის საოცრებათა ქვეყანაში

25 ივნისს, Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე თიბისი წარმოგიდგენთ alt-J-ის



ბრიტანული ინდი ბენდი 2007 წელს ქალაქ ლიდსში (UK, Leeds) ლიტერატურის და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს. 



Joe Newman (გიტარა, წამყვანი ვოკალი),

Thom Sonny Green (დრამი, ელექტრონიკა),

Gus Unger-Hamilton (კლავიში ვოკალი),

Gwilym Sainsbury (ბასი, გიტარა)

©️ Rosie Matheson

ბენდის წევრები ჰყვებიან, რომ ბენდის შემქნის იდეა Joe Newman-სგან წამოვიდა, მაშინ როდესაც ლექციების შემდეგ მეგობრებს თავის დაწერილ ტექსტებს მაშინ ჯერ კიდევ თავდაუჯერებელი, მისთვის მიუღებელი ვოკალით აჩვენებდა. ეს სიმბოლურია, რომ alt-J-ის მუსიკაში ეხლა უკვე ჯოს ვოკალია ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელმაც ჩვენთვის ბენდის მუსიკალურ იდენტობას ქმნის. 

ბენდის სახელი Apple-ის კომპიუტერზე alt-J-ის ერთდროულად აკრეფის შედეგად გენერირდება. ჯგუფის წევრებმა ბენდის რეპრეზენტაციად “ვიზუალურად და შინაარსობრივად უბრალოდ სრულყოფილი ფორმა” შეარჩიეს. Სამკუთხედი მათი სადებიუტო პერფორმანსის შემდეგაც ხშირად არის წარმოდგენილი ჯგუფის შემოქმედებაში. “Triangles are my favourite shape” - ნახსენებია სიმღერა Tesselate-ს ტექსტში; Live-პერფორმანსის შემდეგ ბენდის წევრები თითებით სამკუთედის ფორმას აჩვენებენ. 

©️ Rosie Matheson

alt-J-ის ნეო-რომანტიკული, ინდი, პოლიფონიური ჟღერადობის უკან კრიმინალური ისტორიები, დანაშაულის ფსიქოლოგია და სინამდვილეზე აგებული დეტექტივები დგას.

ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტებმა სიმღერის შინაარსის ინსპირაცია პოდკასტში … იპოვეს და უხეში, შემაძრწუნებელი ამბების თხრობა გააგრძელეს ალბომებში…


პოსტ-მოდერნულ ტექსტებს alt-J-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ამ შემთხვევაში ბენდის წევრები არ ერიდებიან ხოლმე სიტყვების უჩეულოდ დაჩეხვას, ჯერ არარსებული კომბინაციების სინთეზს და ამბის ავთენტური გზით თხრობას. Ლირიკის საინტერესო მაგალითია სიმღერა “Fitzpleasure", რომელიც Hubert Selby Jr-ის მოკლე დეტექტივის “Tralala”-ს გამოხმაურებაა და ჰყვება სექს მუშაკზე, რომელიც ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს შეეწეირა. ტექსტუალურად საინტერესოა სიმღერა Taro-ც, რომელიც ფოტოგრაფ Garda Taro-ს და რობერტ კაპას ამბავს ჰყვება. ფოტოგრაფმა ესპანეთის სამოქალაქო ომის მნიშვნელოვანი ფოტო-დოკუმენტაცია მოაგროვა და მსოფლიოს უიშიათესი კადრები შემოუნახა. Taro ამ ამბის გამოხმაურებაა, რომელმაც ბენდს 2012 წელს ბრიტანული და საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 

An Awesome Wave - ყველაფერი აქედან დაიწყო. ბენდის პირველივე ალბომი ბრიტანული მერკურის დაჯილდოებაზე “წლის ალბომის”-ის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა და მას შემდეგ alt-J ნომინირებული იყო გრემის, IMPALA-ს, Ivor Novello-ს, BBC Music, Youtube Music-ის დაჯილდოებებზე წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში. 

გვერდზე რომ გადავდოთ ბენდის წარმატება წლის შემაჯამებელ მუსიკალურ ცერემონიებზე, ბოლო წლებში alt-J-ის მუსიკამ პოპ-კულტურას და განსაკუთრებით კინო-ინდუსტრიას ახალი შრეები დაამატა. Marvel-ის კინოპროდუქცია (Captain America: Civil War), ნეტფლიქსის სერიალები ( Life Is Strange, Unreal, Outer Banks) ვიდეოთამაშები (Battleborn) - ბენდის სახელი დღეს თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიებში ხშირად ისმის. თუმცა, ვაღიაროთ, დაგროვილ მიღწევებს და ჯილდოს ეკარგება მნიშვნელობა მაშინ, როდესაც უბრალოდ მათ სცენაზე ნახვას და ახალ გამოცდილებებს ელოდები. 

Რას შეიძლება ველოდეთ alt-J-სგან Tbilisi Open Air-ზე? 

ძველი და ახალი სიმღერები, ის რაც ხშირად მოგვისმენია და ისიც, რაც ჯერ არ მოგვისმენია - ძირითადად ეს არის სტრატეგია, რომელსაც ბენდი ყოველ ტურნეზე მიჰყვება. მათი ბოლო ალბომი “The Dreams” პანდემიური ეიფორიის შემდეგ ახლახანს დარელიზდა და alt-J-ის წლევანდელი ევროპული ტურნეც “სიზმრების” ირგვლივ ტრიალებს. არაერთი ამერიკული, ბრიტანული და ევროპული ტურნეების შემდეგ alt-J 2022 წლის გაზაფხულზე ევროპული ტურნე დაიწყო და ამის ნაწილია თბილისიც. 

ლოდინის მიზეზი გვაქვს. შევხვდებით Open-Air-ზე!


მანამდე კი გიზიარებთ ბენდის “სიზმრებს”, რომელიც ბოლო თვეებში არ ყოფილა ხილვადი…

ავტორი: ნინო დავაძე