კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
გაიცანით Will Kolak- გარაჟ როკ ტრიო თბილისიდან, რომელიც 2023 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა და ალბომის წერას შეუდგა, აუჩქარებლად, სინგლებად. მალევე Newcomers Tbilisi-ის გამარჯვებული გახდა,
Tbilisi Open Air/Altervision მთავარი სცენა დაიკავა და სწორედ ასე წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. Წლის დასასრულს კი 10 ბილიკისაგან შემდგარი, დრაივით დახუნძლული, ინგლისურენოვანი ალბომიც გამოუშვეს, რომლის შთაგონებაც გაი რიჩის ფილმები, 1990 წლების სლეშერები და თბილისის გარეუბნების ბრუტალიზმია .
“მოგწონს, არ მოგწონს ეს უკანასკნელი ის სამყარო და მოცემულობაა, სადაც იზრდები და ხშირ შემთხვევაში გიწევს შეეგუო, თუმცა კაი მხარეების დანახვაც შეიძლება - ჰოდა ეგ ვცადეთ.”
თორნიკე ცორიკიშვილი (ვოკალი), ირაკლი ბრეგვაძე (ბასი), გიგი ჯღარკავა (დრამი) ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრის ავტოფარეხში და მათი ისტორიის საწყისიც, ისევე როგორც არაერთი საინტერესო ამბავი, სწორედ ამ ადგილს უკავშირდება. ერთ-ერთი შეკრებისას სიმბოლურად გადაწყვიტეს, რომ ბენდის ჟანრობრივი დიაპაზონი გარაჟ როკის გარშემო იტრიალებდა.
“გარაჟი როგორც მუსიკალური ჟანრი, რა თქმა უნდა სამივეს გვიზიდავს, თუმცა ჩვენთვის ეს უფრო playground-ია, რადგანაც ბავშვობაში გარაჟებზე ბევრ დროს ვატარებდით”
Ბავშვობის სენტიმენტების მიუხედავად ჟანრობრივად თავს არ იზღუდავენ, მათ სადებიუტო ალბომში-
all my friends and enemies are fine პოსტ პანკის, გლემის, ინდის ელემენტებსაც შეხვდებით და Როგორც თავად ამბობენ ასე ერთპიროვნულად ვერ იტყვიან რას უკრავენ, რაც და როგორც მოსწონთ იმას აკეთებენ ხოლმე. ალბომის ნახევარი სინგლების სახით გამოიცა, ყველა კომპოზიციას ინდივიდუალური ქავერ არტი და ვიდეო ახლავს თან, რომლებიც home video ხასიათისაა. Ძირითადი Საკომუნიკაციო ენა ინგლისურია, თუმცა რამოდენიმე კომპოზიციაში გერმანული ფრაზებიცაა გაჟღერებული.
“ტექსტუალური მხარე, ეს არის ტოქსიკური ყოველდღიურობა, ცოტა ჰორორი, ხშირად უბრალო დამოკიდებულებებზე ვმღერით, ძირითადად ძილისპირული ფიქრები, როცა მთელი დღის დაღლილობა და ინფორმაცია გაქვს გადასამუშავებელი და ვერ იძინებ და ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობ.”
ჯამურად ალბომი სინემატიკურია, ცოტა უტოპიური ელფერით, ტურბულენტური დრამატურგიითა და სიმბოლური კომპოზიციების სახელებით. Პირველი კომპოზიცია, რომელსაც ალბომის იდენტური სახელი ჰქვია- all my friends and enemies are fine ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. Მას მოყვება Killers in town, რომელიც ნამდვილად მოუხდებოდა RocknRolla-ს საუნდტრეკად. Პირად ფავორიტებად
stigma never was my style და how did we fuck up everything გამოვარჩევდი. ბოლო კომპოზიცია
I'll get you everything if you ask კი სასიამოვნო სასიყვარულო ბალადასავით ჩამესმის.
Მოკლედ, თუ სიახლეები მოგაკლდათ და მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მთავარ გმირად გინდათ იგრძნოთ თავი, ყურსასმენები მოიმარჯვეთ ან 13 იანვარს ფაბრიკაში კამორას ეწვიეთ და ლაივში განიცადეთ ყოველივე.
ავტორი : სალომე ვარდანაშვილი
ფოტოები : ბექა ბეგიაშვილი