სიახლეები ბიზნესი

რას გვთავაზობს თიბისი კონცეპტის სივრცე აეროპორტში?

მოგზაურობა ყოველთვის ახალ გამოცდილებასთან და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. ეს თავგადასავლები აეროპორტიდანვე იწყება, რადგან მოგზაურობის პირველი მოგონებები სწორედ აქ, იმ საათების განმავლობაში იქმნება, სანამ თვითმფრინავის აფრენას ელოდები.

ეს პერიოდი - მოცდისა და რაღაც ახლის მოლოდინის, ბევრისთვის ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოცაა - არ უნდა გამოგრჩეს ფრენა, არ უნდა დაგავიწყდეს მნიშვნელოვანი საბუთები და სხვა ბევრი წვრილმანი. ასეთ დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა დროის გატარება მშვიდად და კომფორტულად შეგიძლია.

თიბისი კონცეპტის ახალი სივრცე სწორედ ამ მიზნით შეიქმნა - მოგცეთ შესაძლებლობა, სასიამოვნოდ გაატაროთ ფრენამდე დარჩენილი საათები, განიტვირთოთ, წაიკითხოთ ან იმუშაოთ.

ახალი სივრცე თიბისი კონცეპტისა და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა, სადაც ყველა საჭირო სერვისი დაგხვდებათ - თქვენთვის სასურველი ინფორმაცია რეისებთან დაკავშირებით, სწრაფი ინტერნეტი, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი მენიუ, ასევე მცირე ბიბლიოთეკა, რომელიც  მხატვრულ და შემეცნებით ლიტერატურას; Taschen და Monocle მოგზაურობის გზამკვლევებს მოიცავს. 

აეროპორტის სივრცე თიბისის უკვე არსებული ფორმატის, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის ანალოგიურად შეიქმნა.

თიბისი კონცეპტის სივრცით სარგებლობისთვის საჭიროა ფლობდეთ თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite/Mastercard Platinum, Visa Platinum, Visa Signature ბარათებიდან ერთ-ერთს, რომელიც ფიზიკური სახით უნდა წარადგინოთ შესასვლელში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სივრცეში შესვლა უფასოა, 6 წლის ასაკის ზევი კი, თანმხლებ პირთან ერთად - ფასიანი.

გარდა ამისა, თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მსოფლიო მასშტაბით 1200-ზე მეტ Lounge Key-ის ლაუნჯებით.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თიბისი კონცეპტი გაძლევთ შესაძლებლობას, ცოტა ხნით მოწყდეთ აეროპორტის ქაოსურ, ხმაურიან გარემოს და მოგზაურობისა თუ საქმიანი ვიზიტის წინ დრო მყუდრო, თანამედროვე და თქვენზე მორგებულ სივრცეში გაატაროთ.


ავტორი: ხატია იათაშვილი/Hammock Magazine