თიბისის განათლების პროგრამის ახალი ეტაპი

განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში. სამყაროს განვითარებასთან ერთად, ვითარდება განათლების მიღების გზებიც და თანამედროვე ადამიანს მრავალმხრივი რესურსი აქვს იმისთვის, რომ გაიცნოს და დაეუფლოს მისთვის საინტერესო სფეროებს.

ტექნოლოგიების საუკუნეში შესაძლებელია, რომ ახალი პროფესიების მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს.

პროგრამის პირველ ეტპზე, გაზაფხული-ზაფხულის სემესტრში, 600-ზე მეტმა მე-10 და მე-11 კლასელმა შეისწავლა ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულება.

" თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს, ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. განათლების პროგრამის პირველმა ეტაპმა, ახალი თაობის წარმომადგენლების ღრმა ინტერესი დაგვანახა ციფრული ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების მიმართ. სწორედ ამიტომ, კურსების არჩევანი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ“


- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.


ჩვენი განათლების პროგრამით, მოსწავლეებს, შემოდგომის სემესტრში, კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევუქმენით და გავზარდეთ კურსების რაოდენობა. პროგრამის მეორე ეტაპზე 630-ზე მეტი მოსწავლე შემოგვიერთდა.

მე-10 და მე-11 კლასელებს, შესაძლებლობა აქვთ 9 ტექნოლოგიური მიმართულებიდან მათთვის სასურველს დაეუფლონ:


  • ვებგვერდების აწყობა
  • ვებგვერდების პროგრამირება
  • მოლაპარაკე პროგრამების შექმნა
  • კომპიუტერული თამაშების შექმნა
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • ციფრული კომუნიკაცია
  • ვიზუალური კომუნიკაცია
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი

თიბისის განათლების პროგრამის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის მომავალი პროფესიების არჩევაში დახმარება და მათი ტექნოლოგიებთან დაახლოება.


პროგრამის მონაწილეები, მთელი საქართველოს მასშტაბით, არაერთ ინოვაციურ და შენეცნებით საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვებიან.

თვალი ადევნე თიბისის განათლების პროგრამას, გახდი შემდეგი ნაკადის მონაწილე და შენც იმოგზაურე ტექნოლოგიების სამყაროში


დეტალების გასაცნობად გვეწვიე ვებგვერდზე