სანდრო სულაბერიძის და ვახო ხეთაგურის გამოფენა მარჯანიშვილის 7-ში

თიბისი კონცეპტისა და „ქოლგა თბილისი ფოტო” 2022-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მარჯანიშვილის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარიამ წიქარიძის კურატორობით, მიმდინარეობს ორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანის გამოფენა - სანდრო სულაბერიძის გარე თვალით დამკვირვებელი“    და ვახო ხეთაგურის მთის მიღმა“ 

სანდრო სულაბერიძის გარე თვალით დამკვირვებელი

© სანდრო სულაბერიძე

ვახო ხეთაგური დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, 2012 წლიდან სწავლობდა გურამ წიბახაშვილის ფოტოსახელოსნოში. 2013-2014 წლებში გაიარა სემინარები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით. ის ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

ვახო ხეთაგურის მთის მიღმა“ 

© სანდრო სულაბერიძე

მისი ნამუშევრები კი იფინება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვახო ხეთაგურის ფოტოგრაფია ძირითადად სოციალურად მწვავე თემებზე კონცენტრირდება და მათ დოკუმენტაციას ასახავს.


მისი ფოტოგრაფიული სერიებია: დაცემა, უხილავი ადამიანები, რელსებზე შემდგარი ცხოვრებA, ქალები ოჯახების სარჩენად“   და მრავალი სხვა, რომლებიც საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემატიკას შეუნიღბავად წარმოგვიდგენს. 

თიბისი კონცეპტის სივრცეში წარმოდგენილია ფოტოგრაფის 2015 წელს შესრულებული შავ-თეთრი ფოტოსერია, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე კონცენტრირდება და მთის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ფრაგმენტებს ასახავს. 

2015 წელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ სახელმწიფოს ინიციატივით ამოქმედდა კანონი, რაც მოიაზრებდა მთის მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათების გაწევას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, ბიზნესის ხელშეწყობას და მთაში კეთილდღეობის შენარჩუნებას. ფოტოსერია იკვლევს კანონის ამოქმედების შემდგომ - “მთის მიღმა“ ამბებს, შიდა მიგრაციის პრობლემას და ზოგადად, მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრების სპეციფიკას და ტრადიციებს, რომლებიც ნელ-ნელა უჩინარდება.

თიბისი კონცეპტის სივრცის მეორე სართულზე დამთვალიერებელი სანდრო სულაბერიძის პერსონალური გამოფენას ნახავს, სახელწოდებით გარე თვალით დამკვირვებელი“. 

სანდრო სულაბერიძის სტუდია Tête-à-tête

© ელენე შენგელია

სანდრო სულაბერიძე ახალგაზრდა მედიახელოვანი და ფოტოგრაფია, მისი შემოქმედება ასახავს სინათლის მნიშვნელობას, აღქმასა და ინფორმაციის დინებას.

მისი ნამუშევრები კონცენტრირდება სინათლეზე, როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელზე. სანდრო აქტიურად მონაწილეობს სახელოვნებო ინიციატივებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მისი ბოლო რამდენიმე გამოფენაა: Tête-à-tête - დროებითი სტუდია მოლში, წინამძღვრიშვილის 44/46, თბილისი 2022 Chewing Fat - kristina kite gallery, ლოს ანჟელესი, აშშ, 2021, Supermarket 2021, სტოკჰოლმი, შვედეთი, 2021. სანდრო სახელოვნებო ინიციატივა ობსკურას წევრია 2015 წლიდან.

© ელენე შენგელია, ელენე შენგელია

გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი“ რამდენიმე სერიას აერთიანებს და ძირითადად ხელოვანის ექსპერიმენტული ხასიათის ფოტონამუშევრებს გვიჩვენებს. ექსპოზიცია ძირითად სამ შრეს ქმნის, კამერა - ობიექტებს, რომელიც ხელოვანმა სპეციფიკური ექსპერიმენტული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა, რაც მეცნიერების და ხელოვნების ერთგვარი ნაზავია, ფოტოები, რომლებიც ამ ტექნოლოგიების გამოყენების შედეგი და არტეფაქტებია და ბოლოს, ინტერაქციული პროცესი - Tête-à-tête,  სადაც კამერის ობიექტივის უკან თავადვე აღმოჩნდებით.

სანდრო სულაბერიძის გარე თვალით დამკვირვებელი

© ელენე შენგელია

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ნამუშევრები - ფოტოს სუნი არ ასდის“ და ნატყვიარი რომ თვალი იყოს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ავტორის ემოციურ დამოკიდებულებას გამდოგვცემს.  

სანდრო სულაბერიძის გარე თვალით დამკვირვებელი

© სანდრო სულაბერიძე


ორივე ექსპოზიციის დათვალიერება შეგიძლიათ მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცეში, 10-დან 8 საათამდე, 6 ივნისის ჩათვლით.


ავტორი: ნინა პატარიძე / At.ge