თიბისი კონცეპტის 8 შეთავაზება ზაფხულთან შესახვედრად

წლის ყველაზე ხალისიანი სეზონი დაიწყო. ზაფხულის ცხელი, მრავალფეროვანი და უდარდელი დღეების კიდევ უფრო გასამხიარულებლად თიბისი კონცეპტს მომხმარებლებისთვის განსაკუთებული შეთავაზებები აქვს.


Hammock გთავაზობთ TBC Concept-ის რვა შეთავაზებას, რომლებიც საზაფხულო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებს ქარის ტრანსპორტის გამოყენებისას სასიამოვნო სიახლე, 30%-იანი ქეშბექ აქცია ელოდებათ, Scroll-ის შემთხვევაში კი - 20%-იანი ქეშბექი მოქმედებს. ელექტროსკუტერებით, მოპედებითა და ავტომობილებით მოძრაობა ზაფხულის თბილ საღამოს განსაკუთრებით სასიამოვნოა.


გარდა ამისა, ქარისა და Scroll-ის ტრანსპორტი ეკომეგობრულია, მათი არჩევით ხელს შეუწყობთ გარემოში სითბური აირების შემცირებას, ხოლო ავტომობილზე უარის თქმით თავს აარიდებთ გადატვირთულ მოძრაობას.

Kitchen & Living მათთვისაა, ვისაც სწამს, რომ სახლში, ყველაზე მნიშვნელოვანი სამზარეულოა. თუ კი ზაფხულში ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სეზონი ხალისიანად არ უნდა გაატაროთ, Kitchen & Living-ის ჭურჭელი და სამზარეულოს აღჭურვილობა საშუალებას მოგცემთ, რომ კულინარიული უნარები გამოავლინოთ და დახვეწილ წვეულებებს უმასპინძლოთ, თიბისი კონცეპტის ბარათით კი Kitchen & Living-ში 5%-იანი ქეშბექ აქციით ისარგებლებთ.

ზაფხულის ცხელი და მზიანი დღეების განუყოფელი აქსესუარი მზის სათვალეა, სწორედ ამიტომ, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის “თორელში” 10%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც მზის სათვალეებზე, ასევე - ოპტიკურ ჩარჩოებზე.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს PSP-ში 5%-იანი ქეშბექ აქცია დახვდებათ, ცხელ, მზიან ამინდში სხეულისა და კანის მოვლის პროდუქციის გამოყენება და მზის მავნე ზემოქმედებისგან თავდაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თიბისი კონცეპტის ქეშბექ აქციასთან ერთად შეძლებთ მთელი ზაფხული ჯანმრთელად გაატაროთ. 


ზაფხულში ბავშვები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან, მათთვის ახალი სამოსის შეძენა კი B&G STORE-ში შეგიძლიათ. პრემიუმ კლასის მაღაზიაში უმაღლესი ხარისხის სამოსს შეიძენთ, რაც ბავშვებს ზაფხულის გრილად გატარებაში დაეხმარებათ, თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის მაღაზიაში 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

პირველი, რასთანაც ზაფხული ასოცირდება მზე და ზღვაა, სწორედ ამიტომ, ამ სეზონზე კანსა და თმაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც განსაკუთრებით მარტივი და სასიამოვნოა The Body Shop-თან ერთად. თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის The Body Shop-ში 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

კიდევ ერთი საბავშვო ბრენდი, რომელშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ნიკოლია”, სადაც ფერადი და ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი ტანსაცმელი და აქსესუარები დაგხვდებათ, “ნიკოლისთან” ერთად შეძლებთ, რომ ბავშებმა ზაფხული მხიარულად და მრავალფეროვნად გაატარონ.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ ჯპს-ს სააფთიაქო ქსელში გადახდილი თანხის 3% დაიბრუნოთ, ქეშბექი ნებისმიერ შენაძენზე იმოქმედებს. აქ დაგხვდებათ თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი

ავტორი: ლიზა ალფაიძე


ფოტო: Scroll, ნიკოლი, PSP, B&G STORE, Kitchen&Living by Gastronome, Toreli