ლიტერატურა სიახლეები

„საბა“ 2024 | გამარჯვებულები

ლიტერატურული პრემია „საბა“ 22 წლის განმავლობაში ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი მივლენაა.

ორ ათწლეულზე მეტია, საბა ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს.

ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა.

საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე „საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.


სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს.


ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას აორმაგებს, და ვინაიდან წელს საბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც.

ლიტერატურული პრემია “საბა” 2024-ის ჟიურიში იმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა.

ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

“წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო).“


წლის საუკეთესო პიესა

“წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო).


წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვიალი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი).

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

“წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა).



საუკეთესო ქართული თარგმანი

“წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე).



საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

 საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა).


წლის საუკეთესო პროზაული კრებული

“წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა).


წლის საუკეთესო პოეტური კრებული

“წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი).


წლის საუკეთესო რომანი

ართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი

© National Geographic Magazine - საქართველო

გაეცანი წლის მნიშვნელოვან ავტორებსა და წიგნებს და იმოგზაურე ლიტერატურულ სამყაროში საბასთან ერთად

ტექსტი: დიანა ანფიმიადი

ფოტო: გიორგი მარტიაშვილი