კულტურა სიახლეები

ქარავანი | 13-14 ნოემბრის პროგრამა

ნოემბერი 12, 2021

13 და 14 ნოემბერს ორბელიანის მოედანი ქარავანის ბაზრობის მეოთხე კვირეულს მასპინძლობს

ქარავანმა  შემოდგომის სეზონზე მეოთხედ მოუყარა თავი ყველასთვის საყვარელ გასტრონომიული თუ სამეწარმეო ობიექტებს. ადგილზე მისულმა კი, დრო რომ არ დაკარგო, სტარტაპერი გახდება შენი გიდი გვიანი შემოდგომის ქარავანზე. ყოველი ვიქენდის წინ აღმოაჩინე ჩვენთან ის გასტრონომიული თუ სამეწარმეო ობიექტები, რომლებიც დასვენების დღეებს გიხალისებენ. 



გაიცანით 6 და 7 ნოემბრის ფესტივალის მონაწილეები:

MIMI

მიმი არის მაისურების/ზედების ჩანთების და აქსესუარების ბრენდი, რომელიც 2019 წლიდან გამოჩნდა ონლაინ სივრცეში. მიმი მომხმარებლებს სთავაზობს ორიგინალურ,  ხელნაკეთ სამოსს და აქსესუარებს.   თითოეული ზედა თუ მაისური, რომელიც მზადდება მომხმარებლისთვის, ინდივიდუალურად  იხატება ხელით, სამოსში არ არის გამოყენებული პრინტი,  სწორედ ეს განასხვავებს მიმის ამ სეგმენტში არსებული სხვა ბრენდებისგან.

 “ქარავანში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც დამწყები მცირე ბიზნესისთვის. მიმი ქარავანს 2021 წლიდან შემოუერთდა და ვფიქრობთ, აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას.  ჩვენი პროდუქტი მარტივად და პრაქტიკულად მოერგო გარე ბაზრობის პრინციპებს.”



სახელოსნო

სახელოსნო აწარმოებს ხელნაკეთ აქსესუარებსა და სამკაულებს. აქ იქმნება არასტანდარული და განსხვავებული პროდუქცია შესაბამისი ქართული დასახელებებით, რაც ბრენდს გამორჩეულს და დასამახსოვრებელს ხდის. სახელოსნო ონლაინ მაღაზიაა, ქარავნის ბაზრობაზე მონაწილეობა მას მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

“მომხმარებლებს კი, ვისთვისაც არაკომფორტულია პროდუქტის ონლაინ შეძენა, აქვთ საშუალება ადგილზე შეარჩიონ, მოირგონ და შეიძინონ პროდუქტი. გარდა ამისა, დახლზე განთავსებული პროდუქტის ფოტო/ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გაზიარებით, ვფიქრობ, მომხმარებელს უჩნდება მეტი სანდოობა ონლაინ მაღაზიის მიმართ.”

TARTINE ტარტინი


“ჩვენი სამზარეულო არის მხოლოდ ფრანგული. ჩვენი ავირჩიეთ, რომ მარტივად წარმოვადგინოთ ქარავანის ბაზრობაზე ჩვენი სამზარეულო, ისეთი კერძებით როგორიცაა:  კროკ მესიე, ბაგეტში სენდვიჩი, ფრანგული გემოებით პანინი, ცხელი სუპი და ცხელი  სასმელები. “



 საქართველოში და განსაკუთრებით, პანდემიის დროს ასეთი ბაზრობები ბიზნესს ძალიან ეხმარება, ასევე ადამიანებსაც აძლევს განტვირთვის საშუალებას. ტარტინი  ბაზარზე 12 წელია არსებობს, ის პირველად მონაწილეობს მსგავსი ტიპის ბაზრობაში და ძალიან ადვილად მოერგო ბაზრობის კონცეფციას. 




IVIKO Handmade



ივიკო ჰენდმეიდი ამზადებს  სხვადასხვა ხის აქსესუარებს, როგორებიცაა : თმის სამაგრები, ბრელოკები, სარკეები, თმის ჩხირები და ჩანგლები, სავარცხლები , ბროშები და სხვადასხვა მცირე ზომის ქალის აქსესუარი. 



“ქარავნის ბაზრობაზე გვექნება წარმოდგენილი ჩვენი პროდუქციის უმრავლესობა . ჩვენ გამოგვარჩევს აქსესუარების დიზაინი რომელთა უმეტესობის ანალოგი მსოფლიოში არ არის.  ხის და ბუნებრივი ყვავილების ერთობლიობით იქმნება ჩვენი ნივთები. მარკეტი საშუალებას გვაძლევს ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი, გაიზრდება ბრენდის ცნობადობა. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალშობილი ბიზნესებისთვის და ვფიქრობ, ეს კულტურა კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და მეწარმეებს საშუალება ჰქოდეთ არამარტო შაბათ კვირას, არამედ ყოველ დღე მიიღონ მონაწილეობა მსგავს ბაზრობებზე.” 



Batsi • ბაცი

ბაცი არის აქსესუარების ბრენდი, რომელიც პანდემიისგან გამოწვეული სტრესული გარემოდან გამომდინარე, მომხმარებლის განწყობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ბაცის აქსესუარები ყოველთვის დამუხტულია იმ უდიდესი ენერგიით, რითაც იქმნება პროდუქცია.  აქსესუარები ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება, რაც მომხმარებლების ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, ხოლო სამუშაო პროცესს და კოლექციებს მეტად საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

“ფესტივალებზე და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება დავიწყეთ წელს, რადგან მანამდე ჩვენი პროდუქტის რეალიზების საშუალება არ გვქონდა პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების გამო. ასეთი ბაზრობები საშუალებას გვაძლებს შევაფასოთ ჩვენი მცირე ბიზნესის ვალიდურობა, რამდენად სწორად გვაქვს არჩეული მიმართულება,  პროდუქტი, ფასი. აქედან გამოდინარე, ჩვენ შევძელით როგორც მომხმარებლის, ასევე მათი სურვილების შესწავლა და ჩვენი პროდუქტის მატზე მორგება. აქსესუარების ფასი ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და ასეც დარჩება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი ბრენდის ძირითადი პოლიტიკა.  ასევე, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე ნახოს და ისე შეარჩიოს სასურველი ნივთი, ამიტომ ქარავანი ძალიან დიდ საშუალებას და სტიმულს აძლევს როგორც მეწარმეებს, ისე მომხარებელსაც.”




Bellus Jewelry - ბელუსი


ბელუსი პოლიმერული თიხისგან ამზადებს სამკაულებს, ძირითადად საყურეებს. ბაზრობაზე წელს  პირველად იქნება გამოტანილი ბელუსის სამკაულები. 



“მინდა, რომ ჩემი ბრენდი გავაცნო ბაზარს. ძალიან მიყვარს და გამიხარდა საქართველოში, რომ დაიწყო ეს კულტურა. ეს იქნება პირველი წელი, როდესაც ჩემს პროდუქციას გამოვიტან. ჩემი კატალოგიდან გამომაქვს ის სპეციფიური კოლექცია, რომელიც ბაზრობაზე მოსულ ხალხს უფრო დააინტერესებს.”




პოსტერ_ო


პოსტერ_ო არის მხატვარ ოთარ ჯიშკარიანის ნამუშევრების პოსტერები. მთავარი პროდუქტია "ანბანთქება",  რომელიც  33 ქართულ ასოზე შექმნილი მხატვრულ-გრაფიკული კომპოზიციებია. თითოეულ ასოზე არის ჩამონათვალი საქართველოში არსებული ქალაქებისა და სოფლების, ცხოველებისა და ფრინველების, მცენარეებისა და მდინარეების, კულტურული ძეგლების, ტაძრების, ანდაზებისა და აფორიზმების.



“ჩვენ ვართ ახალდაარსებული კომპანია და შესაბამისად გვინდა, რომ ბევრმა ადამიანმა გაგვიცნოს და ფიზიკურ სივრცეში შევხვდეთ ჩვენს მომხმარებელს. “ 




კალიმბა-Kalimba


ულამაზესი და საოცარი ჟღერადობის მქონე მუსიკალური საკრავი, კალიმბა აფრიკული ფოლკლორული საკრავის მბირას ევროპული ვარიაციაა და იგი დღევანდელი სახით შექმნა ეთნომუსიკოსმა ჰიუ თრეისიმ, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში. 



“ჩვენი პროდუქტი მხოლოდ მუსიკალური ინსტრუმენტი არ არის. მისი ჰარმონიული, ულამაზესი ჟღერადობის მოსმენა რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ჩვენს მომხმარებლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ კალიმბა მათ ხშირად დახმარებიათ რთულ პერიოდში ყურადღების გადატანასა და განტვირთვაში. ჩვენი უპირველესი მიზანი ფესტივალში მონაწილეობისას არის ის, რომ შორეული პერსპექტივისათვის რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს კალიმბა.  ასეთი ფესტივალები საუკეთესო საშუალებაა ონლაინ მაღაზიებისათვის, რათა ონლაინ სივრციდან გამოვიდნენ და ახალი მომხმარებლები მოიზიდონ. “ 




ნეონ გალერი


“4 წლის წინ დაგვებადა იდეა შეგვექმნა ნეონის განათების ბიუჯეტური ალტერნატივა, ვინაიდან მსგავსი პროდუქტი ბაზარზე ჯერ არ არსებობდა საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მანათობელ კონსტრუქციებს ახლა უკვე ემოციური დატვირთვა აქვს, რადგან მათი საშუალებით ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ფიქრებს.”



 ნეონ გალერი ქარავანზე პირველად გამოდის,  ხალხთან უშუალო ურთიერთობა საინტერესო გამოცდილება იქნება მათთვის. 




ესერთი


“ესერთი” საკანცელარიო ნაკრებია, რომლის დიზაინიც ყოველ თვე სხვადასხვა ქართველ დიზაინერთან/არტისთან კოლაბორაციით იქმნება. 



“ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებით მოუხდება ბაზრობის ფორმატს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ნივთები მხოლოდ ონლაინ იყიდება და ფიზიკური სივრცე ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. ჩვენს მომხმარებლებს ხშირად უთქვამთ - საკანცელარიო ნივთები ისეთი რამეა, ჯერ ხელით უნდა შეეხო, სანამ იყიდიო. ხოდა, ეს ბაზრობაც ამისთვის იდეალური შესაძლებლობა იქნება.” 




MERAKI


მერაკი უკვე მეოთხე წელია ქართულ ბაზარზეა და აწარმოებს ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ჩანთებს და აქსესუარებს. ბრენდის კოლექცია ყოველთვის გამორჩეულია ფერებით, ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით. 



“ბაზრობის კულტურა, როგორც ეს გამოცდილებამ გვაჩვენა, ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ქარავანზე ნებისმიერი ბიზნეს ობიექტი დადებით ემოციებთან ერთად, მიიღებს ახალ გამოცდილებას მომხმარებელთან ურთიერთობით.”


Crystals


ბრენდი ბაზრობაზე დაგახვედრებთ მრავალფეროვან პროდუქციას, კერძოდ, მინერალური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს. Აღსანიშნავია, რომ ეს აქსესუარები ეწყობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ინდივიდუალურად ააწყოს საკუთარ გემოვნებაზე მორგებული სამკაული. გარდა აქსესუარებისა, კრისტალსის დახლზე შეძლებთ იპოვოთ სურნელოვანი სანთლები, სურნელოვანი ჩხირები, ლავანდას ჩაი, საპნები და ლავანდას ზღვის მარილი. 



“ვფიქრობ, საუკეთესო შესაძლებლობაა დამწყები ბიზნესებისთვის ეს ფესტივალი, რადგან ყოველჯერზე სტუმრების რაიდენობა იმატებს და ჩვენს პროდუქციაზე ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს.”




Fratello


Fratello-ს პროდუქტია იტალიური სენდვიჩი, იგივე პანინი. სენდვიჩის ცომის მომზადებას 72 საათი ჭირდება, ხოლო პური ადგილზე ცხვება - სპეციალურ საცხობში, კონკრეტულ ტემპერატურაზე. Საბოლოოდ ცხელ პურში უხვად იდება ყველა ის გამორჩეული იტალიური პროდუქტი, რომელიც გამოგზაურებთ იტალიაში.



“იქიდან გამომდინარე რომ Fratello დამწყები ბიზნესია მსგავსი ბაზრობები პირველი ნაბიჯების გადადგმაში ძალიან გვეხმარება. მომხმარებელთან ურთიერთობა და მათი შეფასება უმნიშვნელოვანესია სტარტაპერისთვის. მსგავსი ფესტივალი ასევე გვეხმარება მოვიზიდოთ გარკვეული ფინანსები, რაც მოგვცემს საშუალებას შემდგომში უფრო დიდ გამოწვევებს ვუპასუხოთ.”

ბარბარესგან

რესტორანი "ბარბარესთან" 2015 წლიდან ქმნის უნიკალურ ახალ ქართულ გასტრონომიულ გამოცდილებას.  2020- წელს კომპანიამ გადაწყვიტა ასევე შეექმნა ახალი გამოცდილება Street food-ს ნაწილში.  street food ქართული გემოებით, რომელსაც ძალიან კარგად ასახავს ახალი კომპანია ”ბარბარესგან", მისი კონცეფცია და მენიუ. ბაზრობაზე შემდეგი კერძები იქნება წარმოდგენილი - ღომი გემრილად, მჭადის სენდვიჩები, პასკის დესერტი. 



“ჩვენი ახალი მიმართულება "ბარბარესგან" ერთი წელია რაც შეიქმნა. იგი დახურულ სამზარეულოზეა დაფუძნებული და განთავსებულია ვოლტის, გლოვოს, ბოლტის და ელვისის აპლიკაციებში. კომპანიამ 2021 წლის მეორე ნახევარში გადაწყვიტა ღია სივრცის გახსნა და ძალიან მალე კოლმეურნეობის ბაზარში გვიხილავთ. პროდუქტიდან გამომდინარე ბრენდის სეგმენტი მასიურია, ამიტომ მსგავსი ტიპის ფესტივალი ძალიან ღირებულია პროდუქტის და ბრენდის პოპულარიზაციისთვის, გვეხმარება დავინახოთ რეალური ემოცია.“




ანტრეკოტ ბურგერი


ანტრეკოტ ბურგერი ბაზრობაზე წარმოადგენს თავისი მთავარი პროდუქტის ბურგერის მინი ვერსიას. 



“ქარავანში მონაწილეობას ვიღებთ ბოლო 3 შაბათ-კვირაა, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს. კარგი იქნება თუ ეს ტრადიცია დამკვიდრდება, რადგან მსგავსი ბაზრობები ძალიან უწყობს ხელს ბიზნესს გაყიდვებშიც და ცნობადობის ამაღლებაში.“  




Street Cafe


Street Cafe-ს  მრავალფეროვანი მენიუ აქვს, როგორც საჭმელი ასევე სასმელი, რომელსაც საკუთარი რეცეპტით ამზადებენ. ჰოთ დოგი, ვრაპი, მექსიკური კარტოფილი, გლინტვეინი თუ ცხელი შოკოლადი -  ყველაფერი Street Cafe-ს ინტერპრეტაციით იქნება ქარავანზე წარმოდგენილი.



“ჩვენი განსაკუთრებულობა პროდუქციის ხარისხში, განსხვავებულ გემოებში, მომსახურებასა და მისაღებ ფასებში. კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ მომხმარებელს სხვადასხვა საინტერესო გემოები შევთავაზოთ. ეს ფესტივალი ჩვენთვის რეალიზაციის ერთ-ერთი ადგილია, საინტერესო და საჭირო გამოცდილებაა მომსახურების სფეროში და ბიზნესის განვითარებისათვის. ასევე მნიშვნელოვანი კულტურული დღესასწაულია.”




Kompo - კომპო


კომპო ამზადებს ხილის ცხელ კომპოტებს, ტრადიციულ გლინტვეინებს და ქართული წითელი წიწაკის მურაბას. თითოეული პროდუქტი, რომელიც ქარავანის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, განსაკუთრებული და გამორჩეულია თავისთავად. 



“ქარავანის ფესტივალზე მესამე წელია რაც მონაწილეობას ვიღებთ. ''კომპო'' მეოთხე წელია რაც არსებობს და მისი განვითარებისთვის ამ ბაზრობაზე მონაწილეობა გადამწყვეტი იყო. ქარავანმა დანერგა ქუჩის ბაზრობების კულტურა და ახლა, ჩვენ მწარმოებლები ვავითარებთ.”




Malongo / მალონგო



მალონგოს ბრენდი ქარავანზე იქნება წარმოდგენილი ფრანგული ბიოყავით, ბიოჩაით, ბიოცხელი შოკოლადით, ნამცხვრებითა და ფრანგული შოკოლადით. თქვენ შეგეძლებტ დააგემოვნოთ ერთადერთი ფრანგული ნატურალური პროდუქცია საქართველოში.



 “ბაზრობების მოწყობა აუცილებელია თანამედროვე, ახლადგახსნილი და გამორჩეული ბიზნეს ობიექტების წარმოსაჩენად. Ქარავანისნაირი ინიციატივები ეხმარებიან კომპანიებს ცნობადობის გაზრდასა და მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციაში.” 




ფესტივალის მეორე კვირეულზე კვლავ იქნება გურაბანი, სკეჩმემორი, Ekaberidze-handmade, კარენინა • KARENINA, მიდი, MM - ემემი, პური გულიანი ექსპრესი, Belgian Waffles, Freaky Dog - ფრიქი დოგი, რომლებსაც წინ კვირეულის გიდის დახმარებით შეგიძლია გაეცნო.

შევხვდებით ქარავანზე!

პროექტის მხარდამჭერია სტარტაპერი, ვიზა და თბილისის მერია.