მუსიკა | ცა

PROCESS - პროცესი

"ყველაზე მეტად ეგ PROCESS ასწორებს,(მუსიკის შექმნის) მოკლედ კარგი სიმღერა იწერება, ბანალურად გეტყვი და მაგიურად"

ალბათ ყოველ მეორე ადამიანს ჰქონია სურვილი იცხოვროს როკსტარის ცხოვრებით, უზრუნველი, განსჯის გარეშე ცხოვრება, იყო დრო როცა როკსტარობა sex, drugs and alcohol იყო, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ბენდის წევრების, PROCESS-ის აზრით ეს როკსტარის სახე გადაკეთების პროცესშია,

Ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ PROCESS:


ცოტნე იოსებაშვილი ( ვოკალი),

საბა ზაქარეიშვილი ( დრამი),

ლუკა ქოქუაშვილი ( ბასი),

დათი ქიმერიძე ( რითმ გიტარა),

ლუკა ქიმერიძე ( სოლო გიტარა), 


ბენდის წევრები რუსთავში ცხოვრობენ და ერთმანეთიც ამავე ქალაქში გაიცნეს, თავიდან მუსიკას მხოლოდ გასართობი ხასიათი ჰქონდა, სარეპეტიციოში იკრიბებოდნენ და ერთად უკრავდნენ, მაგრამ მას მერე რაც სერიოზულად გადაწყვიტეს მუსიკისადმი მიდგომა, ყურადღების მიქცევაც მალევე შეძლეს და 2022 წლის Newcomers-ის გამარჯვებულები გახდნენ. ამავე წელს მიიღეს ROKVA-ს ფესტივალშიც მონაწილეობა.

“ძალიან ბევრი რამე მიცდია, ბავშვობიდან ვმღეროდი მაგრამ მშობლების ინიციატივით, ამიტომ მეზიზღებოდა სცენა, მეზიზღებოდა სიმღერა, მერე ბევრი სპორტი გამოვიცვალე და ბოლოს ისევ იმას დავუბრუნდი. მაგრამ ამჯერად ჩემით და ეს იყო გადამწყვეტი რომ ჩემით მივედი იქამდე რომ “დედა მამა არ მინდა უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის სწავლა” (იცინის) მინდა ვისწავლო ის რაც მინდა და რაც გამომდის! ცხოვრება გავირთულე მაგრამ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ”

ცოტნე - ვოკალისტი

ალბათ ამაში გამოიხატება ის როკსტარობა, რომელსაც ბენდი მუსიკაშიც აქსოვს, იყო როკსტარი არის სახე იმის, რომ იყო ის რაც გინდა და როგორიც გინდა, იკმაყოფილებდე მუსიკალურ სურვილს:

“ვიღებ გიტარას რაღაცეები მემართება და ვწერ, თითქმის ყოველდღე”

ბენდი მიუხედავად უკვე დიდი წარმატებებისა, მაინც ახალი ბენდია და ჯერ ისევ ექსპერიმენტების პროცესში არიან.

(გვინდა) მთლიანად გამოკვლევა ჩვენი რესურსის, როგორც ბენდის... ახლა ყველაფერს სახლში ვაკეთებდით ჩვენი ცოდნით და სწავლის პროცესში ვართ“

უშუალოდ მუსიკაზეც რომ ვისაუბრო, რადგან მომეცა საშუალება ალბომის მოსმენის, ძალიან ბევრ სხვადასხვა ჟანრს წააწყდებით, აუცილებლად დაინახავთ, იმას რომ ბენდი 70-იანების გავლენის ქვეშ არის, and who can blame them? უდაოდ 1-1 საუკეთესო პერიოდია როკ მუსიკის ისტორიაში, რაც შეეხება ბიჭების ვიზუალს და ბრენდინგს, შეიძლება Glam Rock-იც გაგახსენდეთ, მოსმენისას მიხვდებით, რომ ბენდის წევრი ცოტნე ნიკა კოჩაროვის დიდი თაყვანისმცემელია და Young Georgian Lolitaz-ის ზეგავლენა კომპოზიციებს ეტყობა. შეამჩნევთ ბრიტ-პოპს და 2000-იანების დასაწყისის ბენდების ხმოვანებას (Kaiser Chief, The libertines, ა.შ.) ასევე, აუცილებლად მოიხიბლებით ვოკალისტის სიმღერის მანერით და ნოყიერი ბგერების გამოცემის უნარით, რაც უდაოდ აღსანიშნავია.

Რაც მინდა დავამატო, იშვიათია ის მოტივაცია და სურვილი მუსიკის კეთების, როგორიც იგრძნობა PROCESS-ისგან და ერთი სიამოვნებაა უყურებდე ბენდს, რომელიც პროცესით ტკბობას აყენებს პრიორიტეტად.

Ჩემი აზრით, საინტერესო დასაკვირვებელი იქნება ბენდი PROCESS, რადარზე იყოლიეთ.


21 აპრილს ბენდის პირველი ალბომი CONFUSION გამოვა. ბონუსად მოუსმინე ალბომის გამხსნელ ტრეკს:

ავტორი: გვანცა უთურაშვილი

ფოტოები: ბექა გულვა, შოთა გოთოშია