კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
მათ, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მაშო იოსელიანის და ნანიკო კლდიაშვილის მიერ შექმნილი Loomba ამ ყოველდღიურობის გამარტივებასა და საკვების ჯანსაღი ალტერნატივის მოძებნაში ნამდვილად დაეხმარება.
ჯანსაღი ცილებით, ცხიმებითა და უჯრედისით მდიდარ Loomba-ს გრანოლებთან, ბარებთან და ბურთებთან ერთად კომპანია ონლაინ პლატფორმასაც გულისხმობს, რომლის მთავარი მიზანიც არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება, არამედ მეცნიერული კვლევებით გამყარებული ცოდნის გაზიარებაცაა.
ამ დაგროვილ ცოდნას და მასთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებას კომპანიის თანადამფუძნებელი მაშო იოსელიანი მისი ერთი ჯანსაღი დღის გაზიარებით ჩვენს მკითხველსაც აცნობს, ამასთანავე გვიყვება Loomba-ს ახალი პროდუქტების შესახებ, რომლებზეც უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ პროდუქციასთან ერთად, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ 31 იანვრის ჩათვლით 15-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
დღის დასაწყისი Loomba-ს გრანოლასთან ერთად...
როგორც წესი, 8 საათზე ვიღვიძებ, ჩემი ყოველი დილა წყლით იწყება, რომელშიც აუცილებლად ვამატებ ხოლმე ან ჯინჯერს, ან ლიმონის წვენს, ან მარილს, რომ ცოტა უფრო მეტი ელექტროლიტით გაჯერებული წყალი ორგანიზმის ყველა უჯრედს მიეწოდოს, პარალელურად მინიმუმ 15 წუთი ვვარჯიშობ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუზმე დაბალანსებული და დასანაყრებელი იყოს, სწორედ დილით მიღებული საკვები განსაზღვრავს ხოლმე მთელი დღის ხასიათსა და ენერგიას.
ორი საყვარელი საუზმე მაქვს, სმუზი, რომელსაც ყოველთვის ვამატებ ხოლმე სელს, ჩიას, ავოკადოს ან კენკრას და ჩვენს გაღვივებულ წიწიბურას და კაკაოს გრანოლასთან ერთად მივირთმევ, ცოტა სპეციფიკური გემო აქვს, ნაკლებად ტკბილია ტრადიციულ შვრიის გრანოლასთან შედარებით, თუმცა, ვისაც შავი შოკოლადის გემო უყვარს, მათ აუცილებლად მოეწონებათ. წიწიბურას ჩვენ თვითონ ვაღვივებთ და 42 გრადუსზე ვაშრობთ, მინერალები და ვიტამინები რომ სრულიად შეინარჩუნოს და გადასამუშავებლადაც ბევრად მარტივი იყოს. როცა სმუზის ამ გრანოლას ვუმატებ, საუზმე ცილებით, ცხიმებითა და უჯრედისით უფრო დაბალანსებული გამოდის.
მას შემდეგ რაც გაყიდვაში ჩვენი ახალი პურები ჩაეშვა, ჩემი მეორე საყვარელი საუზმე Loomba-ს სელის ან წიწიბურას პური გახდა, რომელსაც ავოკადოსთან, კვერცხთან ან ჰუმუსთან ერთად ვჭამ, თუმცა სულ რომ არაფერი მქონდეს მაცივარში და მხოლოდ ეს პური მივიღო, ისიც კი მანაყრებს, იმიტომ რომ ცილებით, უჯრედისით და ჯანსათი ცხიმებით მდიდარი პროდუქტია.
ყავა თუ ჩაი…
მე უფრო ჩაის მოყვარული ვარ, ძირითადად მწვანე ჩაის ვსვამ, მაგრამ ყავაც მიყვარს და ვცდილობ, რომ კარგი ხარისხის მარცვლები ვიყიდო, რომლებსაც მე თვითონვე ვფქვავ. ზოგადად, არ მიყვარს ტკბილი სასმელები, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო, ბავშვობაში სამ კოვზ შაქარს მაინც ვიყრიდი ჩაიში და ყავის გემოც მის გარეშე საერთოდ არ მომწონდა, მაგრამ ნელ-ნელა გადავეჩვიე და ახლა საერთოდ ვერ ვსვამ ტკბილს. ზოგადად, ტკბილი სასმელები, ძალიან საფრთხილოა - ჯობს, დესერტი მიირთვა, ვიდრე დიდი რაოდენობის შაქარი სასმლიდან მიიღო, რომელიც დიაბეტის და მრავალი ჯანმრთელობის პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.
ახალი გემო სადილისთვის…
თუ Loomba-ს საწარმოში მივდივარ, იმდენი რაღაცის გასინჯვა მიწევს ხოლმე, რომ სადილს ძირითადად ამ სახით ვიღებ. ან სულ ახალ პროდუქტებს ვტესტავთ, ან ხარისხის კონტროლისთვის ძველ რეცეპტებსაც ვსინჯავთ, Loomba-ს ბარები და ბურთები კი ისეთი დასანაყრებელია, რომ შუადღეს სხვა არაფერი აღარ მინდება.
ჩემი ფავორიტი ახალი თხილის ბარია, რომელიც ცოტა გოზინაყსაც ჰგავს, ორცხობილასა და სხვადასხვა თხილეულის ფენებისგან შედგება, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, საოცრად დამანაყრებელიცაა. ძალიან მალე, დეკემბრის დასაწყისში ჩაეშვება გასაყიდად.
ვახშმის მთავარი წესი...
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვახშამიც საუზმის მსგავსად დაბალანსებული იყოს, იმიტომ რომ რეალურად თითოეული კვება მინიმუმ ოთხი საათით უნდა გვანაყრებდეს და ენერგიას გვაძლევდეს.
ერთი ასეთი წესი მაქვს, სადილად თეფშის ნახევარზე აუცილებლად რაიმე ფერადი ბოსტნეული უნდა იყოს, მეოთხედი მცენარეული ან ცხოველური ცილის წყარო, კიდევ ერთი მეოთხედი კი ან ბურღულეული, ან სახამებლიანი ბოსტნეული, მაგალითად ტკბილი კარტოფილი.
ზოგადად, ვცდილობ ხოლმე, რომ რამდენიმე ტიპის გარნირი დიდი რაოდენობით მოვამზადო, შემდეგ მაცივარში შევინახო ან გავყინო, იმიტომ რომ ხანდახან, როცა სახლში დაღლილი ვბრუნდები, არაჯანსაღ საკვებზე ხელი რომ არ წამიცდეს, მაცივარში გამზადებული ჯანსაღი ალტერნატივა ძალიან მეხმარება.
„ლუმბა“, რომელიც ვახშამს ყველაზე მეტად უხდება...
სადილს ყოველთვის ვაყოლებ ჩემს საყვარელ კაკაოს და თხილის Loomba-ს ბურთს, რომელიც ჩემთვის ყველანაირ შოკოლადს და დესერტს ანაცვლებს. ზოგადად, ჩვენი ქოქოსის ბურთები უფრო პოპულარულია, მაგრამ მე რეალურად ეს უფრო მიყვარს.
კაკაოს და თხილის იდეალური კომბინაცია, რომლითაც შუადღის კვებას ვასრულებ.
ენერგიული საღამოსთვის...
საღამოს ძირითადად ვმეცადინეობ, ახლახან მეორე ბაკალავრზე ჩავაბარე ბრიტანეთში, სადაც დისტანციურ რეჟიმში ნუტრიციულ თერაპიას ვსწავლობ. დღის ამ პერიოდში ყველაზე მეტად მცენარეული ჩაი და ისევ და ისევ Loomba-ს ბურთები მეხმარება, იმისთვის რომ თავი კვლავ ენერგიულად ვიგრძნო.
რჩევა ხარისხიანი ძილისთვის...
როცა საქმე ძილს ეხება, დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სასურველია, თუ ბოლო საკვებს ძილის წინ მინიმუმ სამი საათით ადრე მივიღებთ, ჩვენს კუჭ-ნაწლავში ძალიან ბევრი პროცესი მიდის, იმისთვის რომ მიღებული საკვები გადავამუშაოთ. ამიტომ უშუალოდ ძილის წინ საკვების მიღებით ჩვენს ორგანიზმს ძალიან ცუდ საქმეს გავუკეთებთ. მინდა აღვნიშნო კოფეინიც, რომელიც ყავაშიც არის და ჩაიშიც, რამაც შესაძლოა ძილის ხარისხზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, ძილის ხარისხს კი დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება 8 საათი გეძინოს, მაგრამ ეს ძილი ღრმა და ხარისხიანი არ იყოს, ამიტომ ყველას ვურჩევ შუადღის შემდეგ კოფეინის შემცველ პროდუქტებს მოერიდოს. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს პროდუქტები, რომლებმაც პირიქით, შესაძლოა ხელი შეუწყოს მელატონინის გამომუშავებას, მაგალითად, ფსტა, რომელიც ჩვენი ახალი ბარის ერთ-ერთი ინგრედიენტია. მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი რჩევა იქნებოდა ძილის წინ ერთი საათით ადრე მოვერიდოთ ლურჯ განათებას და კომპიუტერის ეკრანს და სხვა სახის რიტუალი შევიქმნათ, რაც დაძინებაში დაგვეხმარება.
მაგალითად, მივირთვათ გვირილის ჩაი, წავიკითხოთ ან სახის მოვლის რუტინა ჩავიტაროთ.
ჯანსაღი ცხოვრება როგორც ინვესტიცია...
დაახლოებით ცამეტი წლიდან ავტოიმუნური დაავადების გამო, ბევრ მედიკამენტს ვიღებდი, რომლებსაც საშინელი გვერდითი მოვლენები ჰქონდა და საკმაოდ მძიმე მკურნალობის პერიოდი გავიარე. უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, რეალურად იმ დროს სულ ალტერნატიული გზების ძიებაში ვიყავი, ერთ-ერთი მეთოდი იყო სწორედ დიეტა, მაგრამ მხოლოდ დიეტა არ იყო საკმარისი, ცხოვრების სტილშიც შევიტანე ცვლილებები - მშვიდი ძილი, სტრესის მოხსნა, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორგანიზმს გაჯანსაღებაში დაეხმარო. ძალიან დამეხმარა ეს მიდგომა, მოვიხსენი წამლები და უკვე მეხუთე წელია რემისიაში ვარ. ეს პროცესი რომ გავიარე, მივხვდი, რამხელა ძალა და გავლენა აქვს საკვებს ჩვენს ორგანიზმზე - ისეთი მძიმე წამლები მჭირდებოდა სამკურნალოდ... და რეალურად კვებით უკეთესი შედეგის მიღწევა შევძელი. ჩემთვის მარტივი ინვესტიცია არ არის ჯანმრთელობის პრობლემების გამკლავება და მკურნალობა, მაგრამ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი აწუხებთ და ვერ აღიქვამენ, რატომ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ვურჩევ, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან, მომავალში საკუთარ თავს მადლობას გადაუხდიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადების თავიდან არიდებაში დაეხმარებათ. ადრე ასეთი რაოდენობით არ გვხვდებოდა ეს დაავადებები, დღეს კი, სამწუხაროდ, თითქმის ყველას უკვე რაღაც ასაკიდან რაიმე ტიპის პრობლემა ექმნება და ეს ყველაფერი ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორისაა სტრესული გარემო, დაბინძურება, მაგრამ ასევე საკვები, განსაკუთრებით გადამუშავებული მზა პროდუქტი, რომელიც საერთოდ არ ვიცით რისგან შედგება.
იმისთვის რომ შევამციროთ ავტოიმუნური და ქრონიკული დაავადებების რისკი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი ყოველდღიური ჩვევების გამოსწორება.
კიდევ ერთი ახალი გემო Loomba-სგან…
სულ მალე ვაშლისა და დარიჩინის ბურთები გვექნება, რომელსაც Apple pie ჰქვია, შევეცადეთ ყველასთვის საყვარელი ვაშლის ნამცხვრის გემო ჩვენს პროდუქტში გადმოგვეტანა.
ასევე პურებს ვამატებთ წიწიბურას კრეკერებს, თითქმის ჩიფსივით იქნება, ხრაშუნა და გემრიელი, მგონია, რომ ჩვენს მომხმარებლებს ძალიან მოეწონება
ავტორი: გვანცა ჩანადირი / Hammock Magazine