კულტურა

ქოლგა თბილისი ფოტო 2019

„საუკეთესო რამ სურათში არის ის, რომ ის არასდროს იცვლება, განსხვავებით მასზე ასახული ადამიანებისგან“ - ენდი უორჰოლი

Sanne De Wilde/Noor Images

სწორედ ასეთი, სუბიექტურად დანახული უცვლელი კადრები იქნება წარმოდგენილი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, რომელიც 3 მაისს, რუსთაველის 52-ში, ყოფილი საბაგიროს ქვედა სადგურში ერთი კადრისა და პორტერტის კატეგორიებში გასული ფოტოების ჩვენებითა და ამ ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილოდებით  გაიხსნება.


ფოტოკვირეულის ფარგლებში, 10 მაისის ჩათვლით, 19 საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა, ვორქშოფები, დისკუსიები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და პორტფოლიო-განხილვებია დაგეგმილი.

კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, თბილისი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები: მარკ რიბუ (საფრანგეთი), სპუტნიკ ფოტოს (პოლონეთი), ჯორჯ კატსტალერი (ავსტრია), ბენედიქტე კურზენი (საფრანგეთი), კარლ მანჩინი (იტალია) GAMMA Images (საქართველო), OSTLOOK Platform (გერმანია), საერთაშორისო ჯგუფური გამოფენები: “კუნძულის ზრაპრები” (ქეით მელორი, სანე დე ვილდე, ოსამუ ჯეიმს ნაკაგავა, მარკ რადერი) ვიგენ ვართანოვი (საქართველო), გრაციანო არიჩი (იტალია), ივანე დვალი (საქართველო), თომას რაბში (გერმანია), უილიამ ოსგუდ ფილდი, მარიამ ამურველაშვილი, National Geographic საქართველო, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფები, 90’x Collective (საქართველო), ზეინაბ ბარნოვი (საქართველო).


ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს უკვე მეთვრამეტედ ტარდება. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, მისი მიზანი არა მხოლოდ გამარჯებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ცხადდება. 


წლევანდელი ნომინაციების სია ასეთია:


1. დოკუმენტური სერია

2. რეპორტაჟი

3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი

4. ერთი კადრი

5. საუკეთესო პორტრეტი

6. მობილური ფოტოსერია



ფესტივალის ხედვით, განათლებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ხელოვნებაში, სწორედ ამიტომ, „ქოლგა თბილისი ფოტო“ განათლების სექციასაც ავითარებს და საქართველოში ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს. ფესტივალის ფარგლებში ფოტოექსპერტები, კურატორები და ფოტოგრაფები საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ:


წელს ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 7 500 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი, საუკეთესო ერთი კადრისა და საუკეთესო პორტრეტის ნომინაციაში გამარჯვებულებს 1000–1000 აშშ დოლარი, მობილური ფოტოსერიის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 500 აშშ დოლარი გადაეცემა.

გიორგი ნაკაშიძე

25 წლამდე ასაკის ერთ-ერთი ფოტოგრაფი, ტრადიციულად წელსაც დაჯილდოვდება პრემიით - KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომლის ფოტოსერიაც შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი და მობილური სერია. გამარჯვებული 500 დოლარით დასაჩუქრდება. წელს, გალერეა „ფოტოგრაფიის“ დახმარებით, ნომინაცია Newcomer-ის გამარჯვებულისათვის კიდევ ერთი სპეციალური პრიზი დაწესდა - არტ-რეზიდენცია თბილისში. 

Giorgi Chanturia

17 ივნისს, ფოტოკვირეულის დასრულების შემდეგ, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ნორვეგიელი ფოტოგრაფის, სააგენტოს „Magnum Photos” წევრის, იონას ბენდიქსენის გამოფენას - “ბოლო აღთქმას” უმასპინძლებს.


ფოტოკვირეულის დეტალური პროგრამის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.kolga.ge


გარეკანის ფოტო: ©Benedicte Kurzen / Noor Images