გახდი თიბისის მომხმარებელი 90 წამში

მობაილ ან ინტერნეტბანკიდან

იანვარი 18, 2021

ტექნოლოგიური განვითარების წყალობით პროცესების დიდი ნაწილი დღესდღეობით სწრაფი, მარტივი და ადამიანზე მორგებულია. ამ მხრივ, 2020 წელი კიდევ ერთი ახალი ნაბიჯის კატალიზატორი აღმოჩნდა, რადგან სახლში დარჩენილ ადამიანებს სრულიად ახალი საჭიროებები გაუჩნდათ, რომელიც ბიზნესს უნდა დაეკმაყოფილებინა. 


სწორედ ამიტომ, აქტიურად დაიწყო ახალი პროდუქტების შექმნა და განვითარება და დღეს, უკვე 2021 წელს, სერვისების მხრივ, ცხოვრება კიდევ უფრო მარტივი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 

სწორედ ამ პროცესის ნაწილია თიბისის ახალი სერვისი, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს გახდეს თიბისის მომხმარებელი დისტანციურად, სულ რაღაც 90 წამში. ცოტა ხნის წინ ეს შესაძლოა დაუჯერებელი ყოფილიყო, მაგრამ როგორც იცით, თიბისი აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნაზე და ეს სერვისიც ამის ნათელი მაგალითია.

ნინი ლაშქარაშვილი, თიბისის ბრენდ მენეჯერი და ციფრული განვითარების გუნდის კაპიტანი გვიყვება, როგორ გაჩნდა ამ სერვისის შექმნის იდეა და რა მიზანი აქვს მას. 

ნინი ლაშქარაშვილი

თიბისის ბრენდ მენეჯერი და ციფრული განვითარების გუნდის კაპიტანი

„ჩვენი მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ამას განსაკუთრების გაესვა ხაზი ბოლო პერიოდში, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, როცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ადამიანებს სასურველი სერვისები ციფრულად და დიდი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე მიეღოთ. ასევე, საჭირო გახდა სოციალური დისტანციის დაცვა და თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავება. ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, ადამიანები ფილიალებში მაინც მიდიოდნენ, რათა ჩვენი მომხმარებლები გამხდარიყვნენ. სწორედ ამიტომ, დავინახეთ საჭიროება, რომ შეგვექმნა ისეთი სერვისი, რომელიც ადამიანებს მაქსიმალურად აარიდებდა მსგავს აქტივობას და დავიწყეთ მუშაობა დისტანციური რეგისტრაციის შექმნაზე“, - ამბობს ნინი ლაშქარაშვილი. 

რას ნიშნავს 90 წამში მომხმარებლად რეგისტრაცია? - ეს კითხვა ალბათ თითოეულ თქვენგანს გაგიჩნდებათ და ჩვენ აქ სწორედ ამისთვის ვართ, რომ აგიხსნათ. წარმოიდგინეთ: აქამდე, თქვენ აუცილებლად უნდა მისულიყავით ფილიალში, რათა გაგეხსნათ საკუთარი ანგარიში და გამხდარიყავით საბანკო სერვისების მომხმარებელი. ამას კი ბევრი დრო მიაქვს: ჯერ უნდა დაგეგმოთ ვიზიტი, მერე მოემზადოთ და დრო და ფული დაკარგოთ გზაში, დაელოდოთ საკუთარ რიგს და 15-20-წუთიანი პროცესის შემდეგ გახდებოდით მომხმარებელი. 


ახლა კი, ამისთვის მხოლოდ 90 წამია საჭირო. საკმარისია გადმოწეროთ თიბისის მობაილბანკი, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს თქვენი იდენტობის დადასტურებას და უკვე სრულფასოვანი მომხმარებელი გახდებით. 90 წამში, თქვენ გექნებათ საკუთარი ანგარიში, ციფრულ საბანკო ბარათთან ერთად, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ: 

ბანკომატიდან თანხის გამოსატანად;


ელ. კომერციაში; 


POS ტერმინალთან გადახდისას ციფრული საფულის დახმარებით 

რეალურად, ჩვეულებრივი ბარათისგან ციფრული ბარათი არაფრით განსხვავდება, მხოლოდ იმით, რომ ის ციფრულია


ნინი ლაშქარაშვილი ამბობს, რომ ციფრულ ბარათს ფიზიკურთან შედარებით უპირატესობებიც აქვს. მაგალითად, არ არსებობს მისი დაკარგვის საფრთხე, რადგან ის მთლიანად თქვენს მობილურშია. სურვილის შემთხვევაში, ციფრული ბარათის დაზღვევაც შესაძლებელია, რათა თავიდან აირიდოთ ფიშინგის ან მსგავსი ფინანსური დანაშაულისგან მიღებული ზიანი. 

დავით ცერცვაძე

თიბისის ციფრული სერვის ექსპერტი

„დღეს უკვე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი წერტილიდან გახდეს თიბისის მომხმარებელი, თუნდაც ის საზღვარგარეთ იყოს, თანაც 90 წამში. აქამდე მისასვლელად კი გრძელი გზა გავიარეთ“, - ამბობს დავით ცერცვაძე, თიბისის ციფრული სერვის ექსპერტი. 

„თიბისის მთავარი სტრატეგიაა რაც შეიძლება მეტი ციფრული სერვისის შექმნა და ჩვენი მომხმარებლებისთვის პროცესების გამარტივება. ამის საჭიროება კი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. ასე დავიწყეთ მუშაობა ამ სერვისზეც და ძალიან სწრაფად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მივიღეთ, 6 თვეში კი სერვისი უკვე მზადაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს“, - ამბობს დავითი. 

რა საფეხურების გავლაა საჭირო რეგისტრაციისთვის? - პირველ რიგში, უნდა გავიგოთ რომელი მოწყობილობიდან რეგისტრირდებით. თუ მობილურიდან, მაშინ ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებმა უნდა გადმოწეროთ თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია TBC BANK. თუ ინტერნეტბანკიდან გსურთ დარეგისტრირება, მაშინ გადადიხართ Tbconline.ge-ზე და იწყებთ პროცესს: 

პირველ ეტაპზე, თქვენ შეგყავთ თქვენი პირადობისა და მობილურის ნომერი;


შემდეგ უნდა გადაიღოთ „სელფი“;


შემდეგ გადაუღოთ ფოტო თქვენს პირადობის მოწმობას;


დაეთანხმოთ პირობებს; 

ძირითადად, სულ ეს არის. თქვენ უკვე თიბისის მომხმარებელი გახდებით. რაც მთავარია, ეს პროცესი სრულად დაცული და უსაფრთხოა. ამის შესახებ თიბისის ციფრული სერვისის ექსპერტიც გვესაუბრა. 


„ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო შეგვექმნა სრულიად დაცული და უსაფრთხო პლატფორმა რეგისტრაციისთვის. წორედ ამიტომ, დაგვჭირდა ისეთი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელსაც საქართველოში იშვიათად შეხვდებით. ერთ-ერთი ასეთი არის "Liveness" ტექნოლოგია, რომელიც აღიქვამს კამერის მიღმა რეალური ადამიანია თუ არა და აიდენტიფიცირებს მას. შემდეგ კი, თიბისის გუნდში, შევქმენით პირადობის დამადასტურებელი ტექნოლოგია და ამ ოპერაციას სრულად ჩვენი გუნდი აკონტროლებს. შესაბამისად, ონლაინ რეგისტრაცია სრულიად დაცული და უსაფრთხოა“, - ამბობს დავით ცერცვაძე, ციფრული სერვისის ექსპერტი. 


ასეთი ტექნოლოგიის დანერგვა გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ რეგისტრაცია ყალბმა მომხმარებელმა გაიაროს, ვინმემ თქვენი პირადობით ისარგებლოს და სხვა მსგავს რისკებს. "Liveness" ტექნოლოგია სწორედ ამას უზრუნველყოფს, რომ სელფის გადაღების დროს, დარწმუნდეს, რომ მართლა თქვენ იმყოფებით კამერის მიღმა. 


გარდა უსაფრთხოებისა, მნიშვნელოვანია სისწრაფეც. როგორც დავითი ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი იყო მომხმარებლების ვერიფიკაცია მომხმდარიყო მაქსიმალურად მცირე დროში. ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, თიბისის გუნდი დაუყოვნებლივ იწყებს ახალი მომხმარებლების ვერიფიკაციას და მათთვის ყველა სერვისის მიწოდებას. ამას კი, საშუალოდ, 2-დან 3-წუთამდე სჭირდება. 


„ეს იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციის შემდეგ 2-3 წუთში მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ ციფრული ბარათისა და ანგარიშის გამოყენება და მიიღონ სრულფასოვანი სერვისი, რომელსაც ფილიალში მისვლის შემთხვევაში მიიღებდნენ“, - გვითხრა დავითმა. 

რას ფიქრობენ ტექნოლოგიური სფეროს სხვა წარმომადგენლები? - თიბისის ახალ სერვისზე საკუთარი აზრი გამოთქვეს საქართველოში არსებული ტექნოლოგიური სფეროს წარმოამდგენლებმაც. აი, რას ფიქრობენ ისინი: 

ნიკა ჩილინდრიშვილი

MY.GE-ის საოპერაციო და Mymarket-ის მიმართულებების ხელმძღვანელი

ვიცი რამდენად რთული, მაგრამ საჭირო ამბავია, ფილიალში 15-20 წუთიანი ვიზიტი მოაქციო მომხმარებლის სმარტფონში და თან 90 წამში. მარტივი არ არის შესაძლებლობად აქციო ისეთი გამოწვევები, როგორიც პანდემიამ მოგვიტანა, მაგრამ ჩემთვის თიბისისთან ურთიერთობის სიმარტივე ამაშია, რომ მთავაზობს ყოველთვის იმას, რაც მჭირდება აქ და ახლა. ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს დავხარჯოთ ნაკლები დროითი რესურსი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვისარგებლოთ სრულფასოვანი სერვისით, რაც ფილიალში სტანდარტული ვიზიტის ტოლფასია. 

ოთარ წილოსანი

ლივოს CTO 

"თიბისის ახალი პროდუქტი, ნათელია მაგალითია იმისა, რომ კომპანია ინტესნსიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს სერვისების უფრო სწრაფად და კომფორტულად გამოყენებისთვის. ეს სერვისი თავიდან გვარიდებს ოფისებსა თუ ფილიალებში სიარულის აუცილებლობას, რაც პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თავშეყრის ადგილებში სიარული ადამიანებისთვის პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს. მე, როგორც ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელი, განსაკუთრებულად მივესალმები ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ მიმართულ ყოველ ასეთ ინიციატივას."

მარიამ ხომერიკი 

MaxinAI, პროექტის მენეჯერი 

"ახალი ციფრული რეგისტრაცია კიდევ ერთი მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტაა თიბისისგან, რომელიც ამარტივებს და ასწრაფებს პროცესს. ციფრული რეგისტრაცია საშუალებას იძლევა გახდე სრულფასოვანი მომხმარებელი ნებისმიერი ლოკაციიდან, დაზოგო დრო და თავიდან აირიდო ისეთი მოსაწყენი პროცესები. 


მხოლოდ მობილური, ID ბარათი და სელფის გადაღება გჭირდება იმისთვის, რომ გახდე თიბისის მომხმარებელი ნებისმიერი ლოკაციდან. მთლიან პროცესს კი მხოლოდ წუთნახევარი სჭირდება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ციფრული რეგისტრაციით ყალბი მომხმარებლები ვერ შეძლებენ დარეგისტრირებას, რაც ამცირებს ყალბი ტრანზაქციების ალბათობას."

შეჯამებისთვის, გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ:

დღეს უკვე შეგიძლიათ 90 წამში გახდეთ თიბისის სრულფასოვანი მომხმარებელი; 


ონლაინ რეგისტრაცია უსაფრთხო, მარტივი და დაცულია; 


ციფრული ბარათით სარგებლობა ყველგან და შეუზღუდავად არის შესაძლებელი; 


რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლების ვერიფიკაცია 2-3 წუთში ხდება;


ონლაინ რეგისტრაციით დაზოგავთ დროს და რესურსს, დაიცავთ თქვენს და სხვის ჯანმრთელობას, შეამცირებთ ადამიანების ნაკადს ფილიალებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში.

ახლა კი, დროა გადახვიდე მობაილ ან ინტერნეტ ბანკში, დაიწყო რეგისტრაცია და გაუზიარო შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს. 



გადმოიწერე მობაილბანკი:


iOS-ისთვის


ანდროიდისთვის



ავტორი : დიმიტრი სანაია