Forbes-ის პროექტ 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები ცნობილია

თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველომ 2023 წლის 30 წლამდელთა სიის გამარჯვებულები გამოავლინა. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ. ახალგაზრდებს შორის თიბისი კაპიტალის ვიცე პრეზიდენტი ეთერ ხინჩაგიშვილია, რომელმაც გამარჯვება ფინანსების კატეგორიაში მოიპოვა.

Forbes Georgia-მ ახალგზარდების გაძლიერებისთის უკვე მეხუთედ გააერთიანა სფეროს პროფესიონალები და ლიდერები – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოარჩიეს 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

წელს კატეგორიის მედიისა და მარკეტინგის აპლიკაციები ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედიების ხელმძღვანელებმა, დამფუძნებლებმა და მარკეტინგის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოვლინდნენ ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.

გიორგი იმერლიშვილი - GD ALCO-ს ბრენდ მენეჯერი


მარიამ კარკალია - Tegeta-ს მარკეტინგის დირექტორი


ნინუცა ოქროპირიძე - საქართველოს ბანკი, Head of Multimedia


ელა კამლაძე - Visa inc, Business Development Associate


ჯუმბერ გრიგოლია - Setanta Sports - Eurasian Broadcasting Enterprises Limited , Chief Development Officer


ჟიური: ლინდა პერეირა, ნინო ეგაძე, მარინა ვაშაყმაძე, თინა სტამბოლიშვილი, ოსმან თურანი 

კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. კატეგორიის ჟიურიში წელს გაერთიანდნენ აღნიშნული ინდუსტრიების ის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი და თავიანთი სფეროს მომავალს ქმნიან.

ლიზა ჩხაიძე - მუსიკოსი, Berklee College of Music


ანუშკა ჩხეიძე - მუსიკოსი


სანდრო გეგეჭკორი - პიანისტი, Concept Art


ბექა ჩოკოშვილი - ფოტოგრაფი


რევაზ-გიორგი არველაძე - დამფუძნებელი, Rophaki Studios


ჟიური: ლევან სონღულაშვილი, თეონა ჯორბენაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ტატო ახალკაციშვილი, ირინა პოპიაშვილი

Forbes-ის დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე. ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია – ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში უფრო დაჩქარდა და ტექნოლოგიების გავლენა და მნიშვნელობა მეტად წარმოჩნდა. წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორებმა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერებმა გამოავლინეს.

ვახტანგ გელაშვილი - PayZe, თანადამფუძნებელი


მარიამ გიორგობიანი - Arena Games, COO


მარიამ ლეკვეიშვილი - Theneo, Operations Associate


ლუკა ლებანიძე - PostRed, Head of Game Audio


ნაკო ედიშერაშვილი - Lawformer, თანადამფუძნებელი


ჟიური: ქეით ბუნინა, გივი სართანია, ავთანდილ კასრაძე, რუსკა ქურდოვანიძე 

მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ – სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იყო წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.

ანა ანთელავა - მეცნიერი, Novel Polymer Technologies, TWI Ltd


ნიკა გვაზავა - მეცნიერი, Lund Stem Cell Center, Lund University


ნათია გამყრელიძე - მეცნიერი, Department of Global Political Studies Malmö University


ნინო გოზალიშვილი - მკვლევარი, Nationalism Studies Program Central European University (CEU)


ლერი ხუფენია - მკვლევარი, Political Sciences Columbia University in the City of New York


ჟიური: სოსო ბერიკაშვილი, რატი ღოლიჯაშვილი, სანდრო თარხან, ნინო ენუქიძე, ნანა დიხამინჯია.

ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებულმა ქართველმა მეწარმეებმა, ანტრეპრენიორებმა და გამორჩეულ ბიზნესებმა გამოავლინეს.

ალექსანდრე ჩხაიძე - თანადამფუძნებელი, VAULT


ირაკლი ელიაშვილი - თანადამფუძნებელი, VAULT


მარიკა ხანთაძე - თანადამფუძნებელი, Roommate Georgia


თაკო გამყრელიძე - თანადამფუძნებელი, Roommate Georgia


შოთა მიქაია - დამფუძნებელი, CROSTY


ალექსანდრე ჩუბინიძე - დამფუძნებელი, Elven Technologies


რევაზ ღოღობერიძე - დამფუძნებელი, Gamosavali


ჟიური: მიხეილ ხიდურელი, ნენსი ჯი ალენი, კრეიგ კრამერი, ვანო ნაკაიძე, ზაზა ფაჩულია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, Forbes Georgia-ს რედაქციამ კონკურსს ფინანსების კატეგორია დაამატა.

დავით ხარატიშვილი - თანადამფუძნებელი, Investment Ark


ხვიჩა კოპინაძე - CEO, Cryptal Exchange


ედიშერ უდიათმყოფელი - ვიცე პრეზიდენტი, Savii


ეთერ ხინჩაგიშვილი - ვიცე პრეზიდენტი,TBC capital


ლუკა ლომსაძე - დირექტორი, MyCoins/eMoney


ჟიური: ოთარ შარიქაძე, ნიკა ქურდიანი,ალექსანდრე ძნელაძე

Forbes-ის რჩეული ის ახალგაზრდები გახდნენ, ვინც გამოცემის რედაქტორების ყურადღება თავიანთი გენიალურობითა და წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილით მიიპყრო. 

ოლეგ ნანაძე - General Counsel Bitfury


ლია კარადურმუში - Researcher, Forschungszentrum Jülich


ანა გვალია - C level executive, Georgia Capital


ნიკა ჩილინდრიშვილი - C level executive, TNET


მიშო ზღულაძე - Co-founder, Kernel.

30 Under 30-ის გამარჯვებულები 2 ივნისს გამართულ დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ. თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

პროექტის ორგანიზატორი - კონსიერჟ თბილისი