სიახლეები

ყველაფერი, რაც ერთგულის შესახებ უნდა იცოდე

აგვისტო 13, 2019

იყო ერთგული, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, როცა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და არჩევანიც მრავალფეროვანია. ერთგულებას განსაკუთრებული დაფასება შესაძლებლობების დანახვა და მაქსიმალურად გამოყენება სჭირდება.


თანამედროვეობაში ადამიანებს ერთგულების გამო უამრავი ბენეფიტების მიღება შეგვიძლია. ამის მაგალითია ლოიალურობის პროგრამა ერთგული, რომელშიც ყველა, ვისაც თიბისის ბარათი აქვს, ავტომატურად მონაწილეობს .


ამ ურთიერთობაში პირობები უმარტივესია: რაც უფრო ხშირად იყენებ თიბისის ბარათებს, მით მეტ სარგებელს იღებ. 

როგორ?

თუ გაქვს თიბისის ნებისმიერი ბარათი და მას ხშირად იყენებ სხვადასხვა ტრანზაქციების თუ ოპერაციების შესასრულებლად, სანაცვლოდ ერთგულებისთვის ქულები გიგროვდება. რაც მეტია შესრულებული ტრანზაქცია, მით მეტია დაგროვებული ქულაც. ამ ქულების გამოყენება კი ერთგულის პარტნიორ ორგანიზაციებში შეგიძლია. ერთი დარიცხული ქულა ერთი ლარის ტოლია.

ვინ არიან ერთგულის პარტნიორები? 

ერთგულის პარტნიორების სიაში 250-მდე კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამურად 15 000-მდე ობიექტში შეგიძლია დაგროვებული ქულების გამოყენება. მაგალითად, შეგიძლია იმოგზაურო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დაისვენო პარტნიორ სასტუმროებში. ასევე, შეგიძლია იშოპინგო სავაჭრო ცენტრებში, ეწვიო აუზებს, კინოთეატრებს, პარფიუმერულ მაღაზიებს, აფთიაქებს...


გარდა ამისა, თვალი ადევნე სპეციალურ შემოთავაზებებს, რომლებსაც ერთგული ტრადიციულად გთავაზობს ყოველი თვის დასაწყისში. 

როგორ უნდა დააგროვო ბევრი ერთგული ქულა?

მართალია, ერთგული ქულების დაგროვება თიბისის ნებისმიერი ბარათით და ფეი სტიკერით გროვდება, მაგრამ არსებობს უფრო ეფექტური მეთოდებიც: აიღე ერთგული ბარათი ან შეუკვეთე ერთგულის ფეი სტიკერი. ასე უფრო მეტი ქულა დაგერიცხება ყოველი ტრანზაქციისას , ფეი სტიკერით გადახდის დროს კი დახარჯული თანხის +1%-ს მიიღებ. 

ერთგული ბარათის აღება გინდა? 

ამისათვის საკმარისია გადახვიდე ბმულზე, სასურველი ბარათი შეუკვეთო ონლაინ და აირჩიოთ ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი:


  • ერთგული სტანდარტი
  • ერთგული კლასიკი
  • ერთგული გოლდი
  • ერთგული პლატინიუმი 


თითოეული მათგანი საკრედიტო ბარათია და განსხვავებული ლიმიტები აქვს. ერთგულ სტანდარტს ყველაზე მცირე, ერთგულ პლატინიუმს კი ყველაზე მაღალი. მათი გამოყენება ისევე შეგიძლია, როგორც დანარჩენი საბანკო ბარათების მხოლოდ ერთი განსხვავებით: ერთგულ ბარათებს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს. 

რა პირობები აქვს ერთგულის საკრედიტო ბარათებს?

თითოეულ მათგანს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კრედიტს ამ დროის განმავლობაში დაფარავ, საკომისიო არ დაგეკისრება.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრანზაქციები განახორციელოთ ერთგული ბარათით განახორციელო და თანხა არ გამოიტანო, რადგან ასეთ შემთხვევაში არ მოგეჭრება ზედმეტი საკომისიოები.


სავაჭრო ობიექტებში სტანდარტული გადახდისას ზედმეტი საკომისიო 0%-ია, ისევე როგორც მობილური ბალანსის შევსებისას. ხოლო თუ მაინც გადაწყვეტ ქეში გამოტანას, თიბისის ბანკომატებსა და სხვა ბანკების ბანკომატებში საკომისიო ერთი და იგივე იქნება. 


არ დაგავიწყდეს: 1 ქულა = 1 ლარს!