Celebrity Clouds

CES Records 2019

CES-00412 (CES004) 193483836775


"Celebrity clouds" წარმოადგენს ოთხ სიმღერას, რომელიც პროდიუსირებული და ჩაწერილია 2018 წელს. ეს ალექსანდრე კორძაიასა (kordz) და ნატალია ბერიძის ონლაინ თანაშემოქმედების შედეგია.


პირველი ტრეკის - "Celebrity clouds" გამოშვების შემდეგ, ორივე მათგანი ბუნებრივად მივიდა ჩანაწერის კონცეფციამდე. ბერიძის ტექსტი სრულიად შეუსაბამო იყო Kordz-ის მუსიკასთან, რომელიც იუმორითა და სარკაზმით იყო გაჯერებული. გადაწყვიტეს უცნაური სიტყვების ხაზი სინთის, ფორტეპიანოსა და ამბიანსის ჩანაწერზე მოერგოთ kordz-ის ლაივის დროს. მუსიკალური იდეები kordz-ს ეკუთვნის. ბერიძე ასრულებდა ჩანაწერებს, ამატებდა რამდენიმე ინსტრუმენტს (ზოგიერთ შემთხვევაში, არც ერთს), წერდა ტექსტებს და იწერდა ვოკალს.

ფირფიტის გაფორმება, რომელიც შეასრულა თეა ჯორჯაძემ, გადმოსცემს მუსიკის უპირობობის ("ყველაფრისმიუხედავობის") კონცეფციას. თითქოს, არაფერი აქვს საერთო არც “სელებრიტებთან”, არც მათ ღრუბლებთან და უბრალოდ, ნახევრად ჩამოღვენთილი სანთლის სევდასა და სილამაზეს გამოხატავს.  



ალექსანდრე კორძაია, იგივე kordz, ქართველი კომპოზიტორია. მცირე ასაკში შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ, პროფესიონალურად შეისწავლა ფორტეპიანო და დასარტყამი ინსტრუმენტები, აუდიო დიზაინი და აკუსტიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნება. ელექტრონულ მუსიკაზე მუშაობა მალევე დაიწყო. კორძაია ამჟამად ჰააგაში (ნიდერლანდები) სწავლობს, სადაც კომპოზიციაში მაგისტრის ხარისხს ასრულებს. ის გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: Prrrrrrrr Records, Medschool Records, Hospital Records, Majestic Casual Records. წერს ელექტრონულ მუსიკას აკუსტიკური ინსტრუმენტებისა და ორკესტრებისთვის: Junge Norddeutsche Philharmonie, ქართული ფილარმონიული ორკესტრი, Residentie Orchestra (ჰააგა), Dortmunder Philarmoniker, ცაგარელის სიმებიანი ორკესტრი, Nieuw Ensemble (ამსტერდამი)  და Kluster5 (ჰააგა).

ნატალი ბერიძე ქართველი კომპოზიტორი და სიმღერის ტექსტების ავტორია, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერად ითვლება. მან 10-ზე მეტი ჩანაწერი გამოაქვეყნა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა კიოლნში დაფუძნებული Max.E, ბერლინში დაფუძნებული Laboratory instinct, CMYK, Chainmusic, CES Records და ბერლინის Monika Enterprise, რომელიც მის მთავარ ლეიბლად იქცა. ბერიძესთან ერთად მუშაობდნენ: თომას ბრინკმანი (Thomas Brinkmann), AGF (Antye Greie), გადრან გათი (Gudrun Gut), იორგ ფოლერტი (Joerg Follert), მარკუს შმიკლერი (Marcus Schmickler), ნიკა მაჩაიძე, იგივე - ნიკაკოი, სონა (Sonae), რიუიჩი საკამოტო (Ryuichi Sakamoto), გაჩა ბაქრაძე, ალექს კორძაია.


ბერიძე ქმნის მუსიკას აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის, ორკესტრისა და გუნდისთვის. 

მისი ბოლოდროინდელი ნამუშევარი - "Mapping Debris" დაიწერა შვეიცარიის ”Mondrian ანსამბლის” საფორტეპიანო და სიმებიანი ტრიოსა და ელექტრონიკისთვის; შესრულდა ციურიხში, 2019 წელს.


ბერიძე თანამშრომლობს ქართულ სიმებიანი ანსამბლთან “Zagareli and Strings", წერს კომპოზიციებს ელექტრონული მუსიკისთვის, სიმებისა და ვიოლასთვის.

ნატალია ბერიძისა და ალექსანდრე კორძაიას რილიზი 3 ოქტომბერს გამოვა.