კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან იმართება საქართველოში და ახალი შემოქმედებითი თაობის უნიკალურ პოტენციალს წარმოაჩენს. ფესტივალზე მონაწილეობის პროცესი ძალიან საინტერესო, სახალისო და ამავდროულად, შრომატევადია. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ინტერესი ჩნდება იმ ცოდნისა და გამოცდილების მიმართ, რომელიც კონკურსის წინა წლების მონაწილეებმა დააგროვეს. სწორედ აქედან გამომდინარე, წლევანდელი მონაწილეების გასამხნევებლად, აქ ფესტივალის 2024 წლის გამარჯვებულებსა და მათ რჩევებს გაგაცნობთ:
-თეკლა გამცემლიძე, მარკეტერის კატეგორიის გამარჯვებული
1
ამ ფესტივალზე მონაწილეობისას, ჩემი გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება და კარგი განწყობაა. Პირველ რიგში, იმაზე იფიქრეთ, როგორ ისიამოვნოთ პროცესით და ზუსტად ამ დროს დადებთ საუკეთესო შედეგს. ეს ფაქტორი, უმთავრესია არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ კანის საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებისასაც.
2
გარდა ამისა, ვფიქრობ, დიდ როლს თამაშობს ისიც, თუ როგორ იქნები შეთამამებული მეწყვილესთან. Სსაბოლოოდ, ყველას ინდივიდუალური გამოცდილება აქვს, თუმცა ჩემს შემთხვევაში ის ფაქტი, რომ რაღაც ბარიერები უკვე გადალახული გვქონდა ერთმანეთთან, დაგვეხმარა 24 საათში სასურველი შედეგი დაგვედო.
3
Ბოლოს კი, შესაძლოა კლიშედ ჟღერს, მაგრამ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა. Მუშაობის პროცესი საკმაოდ დაძაბულია და ამ დროს, ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, რომ ორივე თანაგუნდელის კონტრიბუცია თანაბრად მნიშვნელოვანია და აუცილებელია მაქსიმალურად აითვისოთ ერთმანეთის ძლიერი მხარეები.
-ანკა ნაცვლიშვილი, მარკეტერის კატეგორიის გამარჯვებული
თეკლას ნათქვამს რამდენიმე დეტალს დავამატებ და Ძალიან მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბო:
1
ეცადეთ ისიამოვნოთ პროცესით, მხოლოდ სტრესზე არ კონცენტრირდეთ;
2
ბრიფი ხშირად გადაიკითხეთ, რომ მაქსიმალურად სწორად პასუხობდეს თქვენი ნამუშევარი;
3
აუცილებლად გადახედეთ ძველ ნამუშევრებს.
-Მარიტა ყაველაშვილი, ფილმის კატეგორიის გამარჯვებული
1
რადგან უკვე აირჩიეთ გუნდის წევრი, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან უკვე გაქვთ გარკვეული სამუშაო ქიმია. ის ერთადერთია, ვისაც მართლა აინტერესებს ბრიფი ამოხსნას და საუკეთესო საკონკურსო ნამუშევარი შექმნას თქვენთან ერთად, ამიტომ, კარგად მოუსმინეთ მის იდეებს და აჰყევით. ისიამოვნეთ პროცესით - ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ აგური-აგურს და იდეა-იდეას დააშენოთ. საბოლოოდ კი კარგი საკონკურსო ფილმი მიიღოთ.
2
თუ ფიქრობთ, რომ საკონკურსო ფილმის შესაქმნელად რაიმე ახალი უნარის გამომუშავება გჭირდებათ - იზრუნეთ ფესტივალის დაწყებამდე. აუცილებლად ნახეთ ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალის ყველა კატეგორიის მონაწილეთა ნამუშევრები. ადგილობრივი: https://briefsandworks.ge/ საერთაშორისო: https://www.lovethework.com/ კონკურსის დაწყებისთანავე - ჩათვალეთ, რომ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის გჭირდებათ, უკვე გაქვთ.
3
ახალი ხელსაწყოების შესწავლის ნაცვლად, მეტი დრო დაუთმეთ იდეასა და კრაფტზე მუშაობას. პრობლემის გადასაჭრელად მოძებნეთ ძლიერი ინსაითი. უპასუხეთ ბრიფს იდეებით, რომელიც იქნება მაყურებლისთვის სახალისო.
ექსტრა რჩევა
ეს 48 საათი აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს სტრესული ფონით, ამიტომ: ენერგია რომ შეინარჩუნოთ - დალიეთ საკმარისი წყალი და ისევ რომ შეძლოთ პარტნიორთან ერთად მუშაობის გაგრძელება - გამოიძინეთ.
-ანა თედიაშვილი, ფილმის კატეგორიის გამარჯვებული
ყველა რჩევა არის ის, რასაც თქვენ და ჩემს საკუთარ თავს ვაძლევ წლევანდელ კანის ლომებზე. [დაფუძნებულია ჩემს პირად გამოცდილებაზე] ჩემს რჩევებს რამდენიმე კატეგორიაში ვაერთიანებ: ტექნიკური ნაწილი, ემოციური ნაწილი, გუნდურობის ნაწილი.
1
ტექნიკური ნაწილი გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე კონკურსია. მაგრამ სანამ ცოტა დრო კიდევ არის დარჩენილი, კარგი იქნებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე ქეისების ნახვა - lovetheworkmore უნივერსალურად კარგი პლატფორმაა, სადაც ბრენდებისა და სააგენტოების award winning პროექტებს ნახავთ. სხვადასხვა კატეგორიისთვის სხვადასხვა რესურსი იქნება რელევანტური. აქ - www.joelapompe.net - ხშირად ვნახულობ ხოლმე გადამუშავებულ იდეებს, ეს იმისთვის, რომ ვიცოდე რა არ გავაკეთო ან თუ გავაკეთებ - როგორ. ასევე, ქართული კანის ლომების გამარჯვებულ პროექტებს ნახავთ - briefsandworks.ge-ზე. ეს ძალიან კარგი საცავია, რადგან უფრო ზუსტად ასახავს ტრენდებს ლოკალურ ბაზარზე. გაიხსენეთ დაკვირვებები თქვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან და აქციეთ ინსაითებად. ხშირად ვნახულობთ ძალიან ბევრ იდეას და არც ისე ბევრ ინსაითს. ეს მინდა, ჩემ თავს გავახსენო ხოლმე. ადამიანური სიმართლეების ძიება და სწორად დანახვა დაგეხმარებთ მიხვიდეთ იმ იდეამდე, რომლისაც გჯერათ. წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ მეტი დაინახოთ, ვიდრე აქამდე ხედავდით: Steps Toward a Small Theory of the Visible by John Berger .
2
ემოციური ნაწილი, ის არის რომ უნდა მოემზადოთ თქვენი თავის მაქსიმალისტი ვერსიისთვის. სხვანაირად არ გამოდის, ალბათ. შეეგუეთ, რომ ეს რამდენიმე დღე საკმაოდ სტრესული იქნება. ჩემთვის ამ დროს, ძალიან დიდი დამხმარე ძალაა მუსიკის მოსმენა. მაქვს ფლეილისთი, რომელსაც ვუსმენ ნებისმიერ კონკურსამდე, მნიშვნელოვან მომენტამდე აშ. განწყობას ვიქმნი და ისე ვიწყებ ფიქრს.
3
გუნდურობის ნაწილი - თქვენი პარტნიორის ნომერ 1 ფანი უნდა იყოთ. მნიშვნელოვანია, ხმამაღლა იფიქროთ თქვენს პარტნიორთან ერთად. ფიქრის დროს, შეიძლება სრულიად პატარა იდეაც იქცეს რაღაც განსაკუთრებულად. ეს არის კოლაბორაცია, ამიტომ ორივემ რაღაც უნდა ისწავლოთ, რაღაც უნდა დათმოთ, რაღაც უნდა გააღვივოთ. საბოლოოდ იდეა უნდა მიიღოთ, რომელიც ორივეს გიყვართ და რომლისაც, ორივეს გჯერათ. კონკურსია, მაგრამ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია - ისეთი ნაშრომი გამოგივიდეთ, რომლითაც ორივე იამაყებთ.
-ლუკა ივანიძე, დიზაინის კატეგორიის გამარჯვებულები
1
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ზედმეტი წნეხისგან განთავისუფლდე, ჩამოიბერტყო ყველაფერი რაც თავისუფლად და ლაღად ფიქრში ხელს შეგიშლის. მთავარია პროცესით სიამოვნება მიიღო, რაც ასევე იმასაც გულისხმობს რომ გამარჯვებაც მაგრად გინდოდეს, მაგრამ პროცესში ეგ სურვილი სადღაც ტვინის უკანა ნაწილში უნდა ამუშაო, რათა საჭირო მოტივაცია და სიფხიზლე ბოლო წუთამდე შეინარჩუნო.
2
ბრიფის წაკითხვის შემდეგ მთავარია, რაც შეიძლება მეტი იდეა დააგენერიროთ, ხარისხზე ფიქრი ჯერ ადრეა. რაც მეტი სკეჩი, რეფერენსი, უცნაური აზრი, უკბილო ხუმრობა და სულელური იდეა გაჩნდება, მით უკეთესი. სხვა შემთხვევაში მარტივია რომ გენიალური იდეის ძიებაში თვითგვემას მიეცეთ, თან არც ისე ცოტაა იმის შანსი რომ მსგავსი ფრთაშესხმული “ვინერ” იდეა საერთოდ არ გაჩნდეს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო (ლოკალურ კონკურსზე) ღამის 12 საათზე საბოლოოდ ისეთი იდეა ავირჩიეთ, რომელსაც ყველაზე კარგად ვხედავდით და ვიცოდით, რომ როგორც მინიმუმ, კარგად შევკრავდით. ამის შემდეგ ცოტაოდენი იღბალიც საჭიროა, მაგრამ თუ ისე იზამთ, რომ იღბალს საქმეს არ დაუტოვებთ ნამდვილი ლომები იქნებით.
3
საქართველოში რომ მოიგებთ და „აღთქმულ მიწას“ მიაღწევთ, შეგიძლიათ იანგები საერთოდ დაიკიდოთ და დიდი ლომების ცქერით დატკბეთ. ვხუმრობ, ვხუმრობ:))) მაგრამ კანში წასვლამდე მართლა მივიღეთ მსგავსი რჩევა და არც არავინ დაგძრახავთ თუ არცერთ სემინარს არ გააცდენთ. რაც შეეხება აქაურ და იქაურ კონკურსებს შორის განსხვავებებს, კანში უფრო მეტი სამუშაო გექნებათ, მეტი დასაწერი, ჟიური თქვენს ნამუშევარს პირველად თქვენგან მოისმენს, რაც ნიშნავს, რომ პრეზენტაციისთვისაც მოგიწევთ მომზადება. სასურველია, რომ ვარჯიშს აქედანვე შეუდგეთ. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ როცა დიზაინის კატეგორიაში გადიხართ, ბრიფის 100%-ით ზუსტად ამოხსნაზე მეტად ვიზუალურად შთამბეჭდავი, გამართული და შეკრული ნამუშევარი გამოაცხოთ.
თიბისი - მარკეტერის კატეგორიის წარმდგენი