CES | სტიპენდია მუსიკალური ინდუსტრიის და ჟურნალისტიკის კურსზე

მუსიკალური ჟურნალისტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვან მომავლის პროფესიად სახელდება დასავლეთში. მართლაც, იმ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ტრადიციული მოდელისგან განსხვევებით, უამრავი ახალგაზრდა შემოქმედს გაუხსნა გზა მუსიკალურ კარიერაში, ამ პროცესებს საზოგადოებამდე მიტანა და აქტიური კომუნიკაცია ესაჭიროება. 

მუსიკა და ჟურნალისტიკა შემოქმედებითი ინდუსტრიის ორი დამოუკიდებელი და საინტერესო მიმოჯნავე სფეროებია. თანამედროვე მუსიკალური ჟურნალისტი ინოვაციური, სწრაფი და გაბედულია. მუსიკალური ჟურნალისტი წერს მუსიკალურ სიახლეებზე, იღებს ინტერვიუს არტისტებისგან, მიმოიხილავს ალბომებსა და ღონისძებებს და ხშირად წერს მუსიკალურ კრიტიკას. ტრადიციული დღე ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისა შედგება ახალი მუსიკის მოსმენით, კვლევითა და საინტერესო ისტორიების წერით.

საქართველოც არ ჩამორჩა მსოფლიო ტრენდს, მიუხედავად იმისა რომ მუსიკალური ინდუსტრია ჯერ მხოლოდ ჩანასახშია და ბაზარიც პატარაა, ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, დღეს უკვე რამდენიმე გამოცემა არსებობს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში აშუქებენ ქართულ თუ გლობალურ მუსიკალურ მოვლენებს, ტელევიზიებისა თუ რადიოების ნაწილი კი კვლავ საჭიროებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ, აინტერესებთ, ერკვევიან და შეუძლიათ მუსიკალური მიმართულების წაძღოლა.

კურსის შესახებ:

სწორედ აღნიშნულ გამოწვევებს პასუხობს Creative Education Studio-ს ახალი კურსი, რომელიც მუსიკალურ ჟურნალისტიკასა და ინდუსტრიას, ციფრული ეპოქის პერსპექტივიდან მიმოიხილავს. აღნიშნული კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულები არიან ხმოვანებით, ციფრული სამყაროს გამოწვევებით და მუსიკაზე წერით.

კურსის ფორმატი:

კურსი დაგეხმარებათ მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული მომზადება მუსიკალური ჟურნალისტიკის მიმართლებით და გაეცნოთ როგორ მუშაობს თანამედროვე მუსიკალი ინდუსტრია, აღმოაჩინოთ მუსიკალური მედიის გლობალური გავლენა ინდუსტრიაზე და შექმნათ ისტორიები, რომლებიც აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება.კურსის ფარგლებში მიიღებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ისეთ აქტუალურ მიმართულებებზე როგორებიცაა: ციფრული კონტენტის შექმნა, ამბის თხრობის ხელოვნება, აუდიტორიის ჩართულობა და მარკეტინგი, შეგამზადებთ რა სწრაფად მზარდ ტექნოლოგიური რეალობის პირობებში, მოძებნოთ საკუთარი ადგილი განახლებულ ხელოვნების ეკონომიკაში.

კურსის ლექტორები:

მუსიკალური ჟურნალისტები, ჯაბა შავიშვილი და რეზი ხუნწელია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად წერენ სხვადასხვა ქართული ონლაინ გამოცემებისთვის, აშუქებენ ქართულ მუსიკას და ჩართულები არიან ინდუსტრიის ამ მიმართულების განვითარების პროცესებში.

დასაქმების პერსპექტივა:

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა და პრაქტიკული უნარები იმისთვის, რათა ჩაერთონ და დასაქმდნენ მუსიკალური ინდუსტრიის ინოვაციურ მიმართულებებში: მუსიკალურ გამომცემლობებში, რადიოში ან დაგროვილი ცოდნა გამოიყენონ მომიჯნავე სფეროებში.

სტიპენდია:

კურსზე „მუსიკალური ჟურნალისტიკა და ინდუსტრია ციფრულ ერაში“ „ცა“ უზრუნველყოფს საუკეთესო სტუდენტის სტიპენდიასა და სრულ დაფინანსებას, რომელიც ლექტორების საერთო შეფასებით კურსის ბოლოს გამოვლინდება.


თუ ხართ დაინტერესებული მუსიკით და საკუთარ თავს მუსიკალურ ჟურნალისტიკაში ხედავთ, გთხოვთ დაესწროთ კურსის ღია კარის დღეს, რომელიც 25 სექტემბერს CES-ში გაიმართება: დეტალებისთვის ეწვიეთ გვერდს.