ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის"

ნოემბერი 13, 2020

ემ ბლოკი | M Block company

ემ ბლოკი სამშენებლო მასალის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომლის მთავარ პრიორიტეტს წარმოებული პროდუქციის უმაღლესი ხარისხი წარმოადგენს. თბოიზოლირებულ ბლოკს, რომელიც „ემ ბლოკის“ მიერ დამზადებული გამორჩეული პროდუქტია, ქართულ ბაზარზე უკვე კარგად იცნობენ.


მიუხედავად ბიზნესში პანდემიით გამოწვეული ზოგადი სირთულეებისა, კომპანიას ბრუნვა არც საგანგებო რეჟიმში შეუწყვეტია. სამშენებლო მასალების წარმოების გარდა, „ემ ბლოკი“ მომხმარებელს ტრანსპორტით მომსახურებასაც სთავაზობს.

M Block Company

kohi.ge

ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან აგებული, თბოიზოლირებული მცირე თუ დიდი ზომის სახლები, ჰოსტელები და სასტუმროები მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი ტრენდია. სწორედ ამ მომსახურებას გთავაზობთ ქართული კომპანია kohi.ge, რომლის მიერ აგებული შენობებიც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.


კომპანია გამოირჩევა მომხმარებლის სურვილზე ორიენტირებული, ინდივიდიულური მიდგომითა და გარემო პირობებზე მორგებული მომსახურებით. სხვადასხვა რეგიონში ტენიანობის, ნიადაგის, ნალექების შესწავლის შემდეგ, kohi.ge-ს ექსპერტები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ ასაგები კონსტრუქციის კედლების სისქეს, თბოიზოლაციის დონესა თუ გადახურვის ტექნიკას.

kohi.ge

Wiztech

Wiztech ტექნოლოგიების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ეხმრება ბიზნესებს დასახული გეგმების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებაში. სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ შექმნა მულტიპლატფორმა CRM, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებასა თუ პროდუქტებს:


კლიენტების პროფილებისა და KYC დოკუმენტების მართვა; ფინანსური რეპორტინგი; რეპორტებისა და მონაცემების ვიზუალური რეპრეზენტაცია; თანამშრომლების როლების, სამუშაო პროცესებისა და უფლებების მენეჯმენტი; ელექტრონული ფოსტის დაინტეგრირება; საგადახდო სისტემების ინტეგრაცია; VoIP პროვაიდერების ინტეგრაცია და შემომავალი/გამავალი ზარების მართვა; SMS სერვისი; Internal / External ჩეთის მართვა; კალენდარი და რიმაინდერები; მონაცემების გაფილტვრისა და ფილტრების დამახსოვრების შესაძლებლობა; ინდივიდუალური პრეფერენციებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა; 24/7 ხელმისაწვდომი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი სამუშაო პროცესის უხარვეზოდ წარმართვაში დასახმარებლად.


CRM მულტიპლატფორმის შესძლებლობების წყალობით, უამრავმა კომპანიამ შეძლო პანდემიის პირობებში დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

Wiztech

World online Informatic

კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრამულ უზრუნველყოფა, კომპიუტერული პროგრამების და ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლა, უცხო ენების შესწავლა, პროფესიონალი მთარგმნელების მომსახურება - ეს ის სერვისებია, რომელსაც კომპანია Worldonlineinformatic მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით, დისტნციურად სთავაზობს.


პირველი გლობალური, ონლაინ პროექტის შემქმნელი გუნდი Worldonlineinformatic ყიველწლიურად იზრდება და კომპლექტდება პროფესიონალებით. კომპანიაში დასაქმება შეუძლიათ კომპიუტერული ტექნოლოგიების მართვის და ხმარების, კომპიუტერული პროგრამების და პროგრამული უზრუნველყოფის, უცხო ენების სპეციალისტებს.

World Online Informatic

დეკოლაინი

სამშენებლო და სარემონტო კომპნია „დეკოლაინმა“ ქართულ ბაზარზე სახელი კმაყოფილი მომხმარებლის წყალობით გაითქვა, რაც კომპანიის დაარსების დღიდან მისი მთავარი პრიორიტეტია.


მომხმარებლის გემოვნებასა და ინტერესებზე გათვლილი, დეკოლაინის მაღალი სტანდარტის პროდუქტი და მომსახურება გულისხმობს პროექტირების, მშენებლობისა თუ რემონტის პროცესში გარემოს დაცვასა და გარემო პირობებზე ორიენტირებულობას.

კომპანიის უცვლელი პრიორიტეტია, ასევე, დასაქმებულებზე ზრუნვა. ამ მიზნით, 2020 წლის Covid-კრიზისის მიუხედავად, კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თანამშრომელთა ფიზიკური და ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დეკოლაინი

ბაუმერი

კომპანია „ბაუმერი“ გთავაზობთ შენობების საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს. გუნდის მიზანია, ბაზარზე დანერგოს უახლესი ენერგოსისტემები, რაც მიმრთულია უდიდესი მსოფლიო გამოწვევის - გლობალური დათბობის წინააღმდეგ.


კომპანიის პრიორიტეტი მაღალკვალიფიციური პერსონალია, რაც მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად საუკეთესო რესურსს წარმოადგენს.

ამ ეტაპზე კომპანია ჩართულია ახალი შოურუმის მშენებლობაში, რომელიც „ბაუმერს“ საშუალებას მისცემს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებსა და მიდგომებზე.

მომავალში კი „ბაუმერი“ გეგმავს ახალი თუნუქის საწარმოს გახსნას, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.

ბაუმერი

HBI Group

HBI Group შეიქმნა სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კვალიფიციური მომსახურე პერსონალის (მიმტანი, ბარმენი, მენეჯერი) მომზადება-გადამზადებასა და მომზადებული პერსონალის გარანტირებულ დასაქმებას სხვადასხვა ობიექტზე.


ჯგუფის მიერ შემუშავებული, სოციალურ-ეკონომიკური ბიზნესპროექტი "შეაყვარე მსოფლიოს საქართველო", მიზნად ისახავს მომსახურების სფეროს განვითარებას, სერვისის კულტურის ამაღლებას და ქართული სტუმარ-მასპინძლობის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

კომპანია პანდემიის პირობებშიც არ წყვეტს აქტივობას და ამყარებს კონტაქტებს ქვეყნის გარეთ, კერძოდ, გაერთიანებულ ემირატებში და რუსეთის ფედერაციაში სარესტორნე მიმართულებით.

HBI Group

ECOTOY

კომპანია ECOTOY-ის მიერ ხისგან და ეკოლოგიურად სუფთა საღებავისგან შექმნილი სათმაშოები ხელს უწყობს ბავშვების მოტორიკის განვითარებას და ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს.


ECOTOY-ის სათამაშოებს, ეკოლოგიურ სისუფთავესთან ერთად, მრავალფეროვნება, დახვეწილობა და სიხალისე გამოარჩევს.


კომპანია ცდილობს, გაითვალისწინოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ამ სფეროს ექსპერტების რჩევები თუ გამოცდილება და შესთავაზოს თავის ყველაზე სათუთ, მომთხოვნ და გასათვალისწინებელ მომხმარებელს - ბავშვებს - ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი და მრავალფეროვანი სათამაშოები.

Ecotoy

HEADVICE

ინოვაციური ინსტრუმენტის, „პროფაუნდერის“ საშუალებით, კომპანია „ჰედვაისი“ შეისწავლის პიროვნებისა და ორგანიზაციის სამუშაო ქცევას, სააზროვნო სისტემებს, მიდრეკილებებსა და პოტენციალს და ეხმარება მომხმარებელს პიროვნული და ორგანიზაციული ეფექტურობის გაუმჯობესებაში.


აღნიშნულ ინსტრუმენტს იყენებენ როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური ბრენდები სამუშაო ძალის შექმნის (რეკრუტინგი), შეფასების და განვითარებისთვის.

ქართული „პროფაუნდერის“ პოპულარობა გამოიწვია კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციებმა. 2020 წელს „ჰედვაისი“ პირველად გავიდა გერმანულ ბაზარზე, გლობალური ბრენდის წარმომადგენლობის რეკომენდაციით.


დღეს „ჰედვაისი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გლობალური ბრენდის HR აუთსორსი კომპანიაა გერმანიის მასშტაბით. კომპანიის უახლოესი ორი წლის გეგმა აღნიშნული სერვისის ციფრული ტრანსფორმაციაა.

Headvice

სუპკულტურა

ვეგეტარიანული სუპის რესტორნის, „სუპკულტურას“ მიზანი საქართველოში ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ შექმნა „სთრით ფუდის“ ახალი, ჯანსაღი ალტერნტივა - სუპის რამდენიმე სახეობა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პურშია მოთავსებული.


„სუპკულტურას“ მიერ შემუშავებული კონცეფციის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ქუჩაში შეიძინოთ და ქუჩშივე მიირთვათ ეკოლოგიურად სუფთა „სთრით ფუდი“, რომელსაც მისივე უგემრიელეს ჭურჭელს - პურს მიაყოლებთ.

სუპკულტურა

Ecohouse

ჰოლდინგური კომპანია Ecohouse-ის ძირითადი საქმიანობა ინდუსტრიული მშენებლობაა.

5 წლის განმავლობაში კომპანიას, მთელი საქართველოს მასშტაბით, აშენებული აქვს 50-მდე სამრეწვლო დანიშნულების ობიექტი.


სამრეწველო, სამაცივრე, ინდუსტრიული ტიპის ობიეტების პროქეტირება და მშენებლობა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, რთულ რელიეფურ თუ კლიმატურ პირობებში, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე Ecohouse-ისთვის ბუნებრივი გამოწვევაა, რომელსაც კომპანიის პროფესიონალი გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

EcoHouse

გუდა

რესტორანის დამფუძნებლების ინსპირცია ძველი ქართული კერძების მოდერნიზაცია და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიისა და გემოების ერთმანეთთან შეთავსება გახდა. კონცეფცია კი მოიცავს თანამედროვე და ძველი, ავთენტური ელემენტების შერწყმას, როგორც ინტერიერში, ასევე სამზარეულოში.


გამორჩეულია „გუდას“ გუნდის მიდგომა ხარისხისა და მომსახურებისადმი. სამზარეულო გამჭვირვალეა და ყველა სტუმარს შეუძლია თვალი ადევნოს მასში მიმდინარე პროცესებს.

რესტორნის WiFi-მ (ABKHAZIAISGEORGIA) და პაროლმა (SAMACHABLOISGEORGIA) განსაკუთრებული როლი ითამაშა რესტორნის პოპულარიზაციაში. „გუდა“-ს უცხოელ სტუმრებს პერსონალი დაუზარლად უყვება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ და მიაჩნია, რომ ამით მსოფლიოში მნიშვნელოვან გზვნილებს უშვებს.

გუდა

Coffee Lab | ყავის ლაბრატორია 

ამ კომპანიის მთავრი პროდუქტი, რა თქმა უნდა, ყავაა, თუმცა, არა სტანდარტული და მასობრივ წარმოებაზე გათვლილი, არამედ ყავა, რომელიც მსოფლიო მოსავლის ლიმიტირებულ, მხოლოდ 3-4 % ს შეადგენს და ცნობილია, როგორც #Specialty ყავა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით.


2020 წელს კომპანიამ აამუშავა ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეეძლოთ ეყიდა როგორც მაღალბიუჯეტიანი, ასევე შედარებით იაფი ყავის მოსამზადებლები, რომლებსაც სახლის პირობებში გამოიყენებდნენ.


„ყავის ლბორატორია“ წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი უმეგობრდება ყავის ნამდვილ, ბუნებრივ გემოებს. კომპნიის უახლოესი გეგმები საცალო მიმართულების გაფართოებაა. მიმდინრე წელს „ყავის ლაბორატორია“ 2 ახალი ფილიალის გახსნას აპირებს.

Coffee Lab

Safety Academia | უსართხოების აკადემია

კომპანიის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტების და ინდუსტრიებში დამკვიდრებული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისი, ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების მართვისა და ავარიული სიტუაციების მართვის სისტემების შექმნა.


კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, სისტემის გაუმჯობესების სტრატეგიის განსაზღვრა და პროაქტიულ ფაზაში გადაყვანის მიღწევა შეუძლებელია პროფესიონალი კადრების გარეშე.


ორგანიზაციის მართვის ეფექტურმა მეთოდებმა კომპანიას საშუალება მისცა, უმოკლეს ვადაში შემოეკრიბა სხვადასხვა სექტორში მომუშავე, გამოცდილი შრომის უსაფრთხოების პროფესიონალები.

უსაფრთხოების აკადემია

ალპიდა

მეფუტკრეობის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ალპიდას“ ფლაგმან პროდუქციას ალპური ზონის "ნინოწმინდის თაფლი" წარმოადგენს.


ნინოწმინდის თაფლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია განაპირობებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებით.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ "ნინოწმინდის თაფლის" გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული.

ალპიდა

პროექტი 39

გასართობი და შემეცნებითი მწვანე კაფე „პროექტი 39“ თავის სტუმრებს სთავაზობს საავტორო კერძებსა და აქტივობებს არასტანდარტულ, უნიკალურ, "ხელნაკეთ" გარემოში.

„პროექტი 39“ 2020 წლის ივნისში გაიხსნა და პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის, მცირე ბიუჯეტისა და მოკლე დროის მიუხედავად, მოახერხა დაემსხვრია სტერეოტიპები კაფის, კერძების, ლოკაციის, ცხოვრების წესის შესახებ.


ინდივიდუალიზმი და პროფესიონალიზმი გუნდს ეხმარება, მომსახურება გარდაქმნას გამოცდილებად და ახალ შთაბეჭდილებად, რაც ადამიანებს ამ სივრცისკენ იზიდვთ.

პროექტი 39

ტერმინალი | Terminal

„ტერმინალი“ ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოში პირველმა შემოიტანა ქოვორქინგის ინდუსტრია. მისი მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს: საერთო სამუშაო სივრცეს, მცირე კომპანიებისთვის ოფისებს და შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიების დარბაზებს.


დღეისათვის „ტერმინალი“ წარმოადგენს რეგიონში ყველაზე დიდი ქოვორქინგს, რომელიც ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული სტარტაპისთვის გახდა პარტნიორი, მხარდამჭერი და მეგობარი კომპანია.

ტერმინალი

ვედე-ლამი

კომპანია „ვედე-ლამის“ ძირითადი საქმიანობა ბაზარზე სამშენებლო პროდუქციის (იატაკის და სხვა ლამინირებული მასალის) შემოტანაა. მისი ცნობადობა და სანდოობა მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით განისაზღვრება.


სწორედ ხარისხი და მაღალი დონის მომსახურებაა ვერე-ლამის მთავარი პრიორიტეტი, რომლის წყალობითაც კომპანიამ უმოკლს დროში უამრავი ერთგული მომხმარებელი შეიძინა.


გუნდის სამომავლო გეგმა პროდუქციის გაზრდა, ბაზრის ფრთოდ ათვისება და მომსახურების ხარისხის გაზრდაა, რაც, რაღა თქმა უნდა, დასაქმებულთა კმაყოფილებაზე და კომფორტყე გადის.

ვედე-ლამი

დანელია და კომპანია

ამ ისტორიული, 1907 წელს დაფუძნებული კომპანიის უნიკალურ ტექნოლოგიას, რაც ღვინის თაფლით დამუშავებას გულისხმობს, მინიჭებული აქვს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.


ისტორიული მასალები ,,დანელია და კომპანია“-ს შესახებ, ისევე, როგორც მისი 1907 წლის პროდუქცია, დაცულია რამდენიმე მუზეუმში, მათ შორის, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმებში.


კომპანიის 1907-1921 წლების პროდუქცია ექსპონირებულია კომპანიის საფირმო მაღაზიაში - "დანელიას ღვინის ძველი სახლი", რომელიც ბათუმში მდებარეობს. ეს ერთადერთი ღვინის საფირმო მაღაზიაა საქართველოში, რომლის ასაკიც საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ის ქალაქის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

დანელია და კომპანია

ლიბო-1 

კომპანია „ლიბო-1“-ის საქმიანობა უძრავი ქონებითა და არქიტექტურული ნიმუშებით აჭრობაა.

კომპანიის 35 წლიანი სტაჟი მოიცავს ისეთი ობიექტების გაყიდვა-გაქირავებას, როგორიცაა: წარმოებები, სასტუმროები თუ მიწის ნაკვეთები.

ლიბო-1