ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო ინოვაციებისთვის

ინოვაცია ბიზნესის განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ინოვაციის გარეშე არ არსებობს პროგრესი, ამიტომ თიბისი ყოველ წელს ეძებს და გამოარჩევს ისეთ კომპანიებს, რომელმაც თავიანთ საქმიანობაში ინოვაციური მიდგომა, სერვისი ან პროდუქტი დანერგეს.

ნოემბერი 13, 2020

ბარბალე

ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალე“ 2015 წელს ორმა მეგობარმა დაარსა. კომპანიის სამი ძირითადი მიმართულებაა ჯანსაღი პროდუქტების მოყვანა, აგრო განათლების გავრცელება და აგრო ტურიზმის განვითარება. დღესდღეობით ბიზნესი 10 ფერმერს/მწარმოებელს აერთიანებს საქართველის სხვადასხვა რეგიონიდან ამ ერთი იდეის ირგვლივ:  „ჩვენ ვაწარმოებთ ჯანმრთელობას“. ამ იდეის განხორციელებას დაარსებიდან დღემდე კომპანია ინოვაციური მეთოდებით ახარხებს. „ბარბალე“ მსგავსი პროფილის პირველი კომერციული ბრენდია საქართველოში.

ბარბალე

BMD

ყოველდღიურად კომპანიებში უამრავი ამოცანისა და დავალების შესრულება უწევთ. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია დავალებების მენეჯმენტი და მათი სწორი განაწილება დროის და რესურსის გათვალისწინებით. BDM ახალი სტარტაპია ბაზარზე, რომელიც ავითარებს დავალებების მართვის  ციფრულ სისტემას და დამკვეთს მათზე მორგებული ფორმით სთავაზობს საკუთარ პროდუქტს.

BMD

Blue Energy Caucasus

Blue Energy Caucasus ერთადერთი კომპანიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამერკავკასიაში, რომელიც ამონტაჟებს წინასწარი გაცივების, ელექტროენერგიის დამზოგავ პანელებს. პანელები უზრუნველყოფს პირდაპირ ჰაერის გაცივებას დაახლოებით 20 გრადუსით. ამას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჩილერი საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, გამოიყოფა ნაკლები CO2; იზრდება ჩილერის ექსპლუატაციის ვადა და გრძელვადიან პერიოდში იზოგება დიდი ხარჯები.


დამკვეთისთვის, გარდა უშუალოდ ტემპერატურის ჩამოწევის მომსახურებისა Blue Energy Caucasus აკეთებს წინასწარ ტექნიკურ და ეკონომიკურ გათვლებს.

Blue Energy Caucasus

Cosmo Vr

პანდემიის პერიოდში ვირტუალური სამყაროებში მოგზაურობა მომხიბვლელი შეთავაზებაა. Cosmo VR ვირტუალური რეალობის კლუბია, სადაც მომხმარებელს შეუძლია გამოსცადოს უახლესი ტექნოლოგიის თამაშები, სხვადასხვა პროგრამები და მიიღოთ განსაკუთრებული შთაბეჭდილებები.

Cosmo VR

Itravel

Itravel ჯავშნის ქართული კომპანიაა, რომელსაც უკვე ჰყავს მომხმარებლის აქტიური ბაზა. კომპანია კონკურენციას უწევს ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორებიცაა booking.com tripadvisor და vertigo. Itravel-ში ფიქრობენ, რომ არსებობს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალიც.

Itravel

Meladze Brothers Georgia

Meladze Brothers Georgia ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ორი სახეობის ჭაჭით, ვანილის არყით და ნუშის ლიქიორით. კომპანიია თავად ამზადებს ყურძნის და ხორბლის სპირტს, ამავდროულად აქვს ფილტრაციის ინოვაციური მეთოდი. Meladze Brothers Georgia-მ ჭაჭის წარმოება დაიწყო ოქროს 24 კარატიანი ნამდვილი ოქროს ფანტელებით. ჭაჭის ბოთლები, ქვემოდან უხილავი ნათურებითაა განათებული და კიდევ უფრო აძლიერებს ოქროს ფანტელების ვიზუალურ ეფექტს.

Meladze Brothers Georgia

Only For You

თუ საჩუქრის შერჩევისას გიჭირთ კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება, Only For You დაგეხმარებათ. კომპანიის მიზანია ისეთი სასაჩუქრე პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვისაა განკუთვნილი და მაქსიმალურად მორგებულია ადრესატზე.

Only for You

Bihub • ბი აი ჰაბი

Bihub.ge ბიზნეს და საჯარო მონაცემების ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც შექმნილია მსოფლიოს ლიდერი ანალიტიკური სისტების Qlik BI-ის ბაზაზე, რაც დიდი მოცულობის და მრავალფეროვანი მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრასა და მარტივ ანალიტიკას გულისხმობს.


ვებ-გვერდი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის დიდი ნაწილიც უპრეცედენტოა სხვა პლატფორმებთან შედარებით. პლატფორმით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და მონაცემებთან მუშაოების გამოცდილების მქონე თანამშრომელს, ანალიტიკოსს, მენეჯერს თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანს.

Bihub

ვიაიპი სეკრეტარი ლუქსი

ვიაიპი სეკრეტარი ლუქსი შრომის უსაფრთხოების მოომსახურებას სთავაზობს კომპანიებს და და ამ მიმართულებით კონსულტაციას უწევს დასაქმებულებს. კომპანია ცდილობს მოიცვას, დასაქმებულების რაც შეიძლება დიდი რაოდენობა და გააცნოს მათ შრომის უსაფრთხოების კანონები.

ლინემა

ლინემა - ქართულ-ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ბაზარზე გამოაქვს როგორც ახალი, ასევე მეორადი სამედიცინო აპარატურა. ლინემამ საქართველოში პირველმა შემოიტანა ქორურგიული რობოტი Da Vinci S და პირველი რობოტ-ასისტენტი Zimmer-Rosa One brain.

Linema Group

მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი

მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი აწარმოებს ინოვაციურ და ალტერნატიულ პროდუქტს მშენებლობისთვის, რომელსაც არაერთი უპირატესობა აქვს სტანდარტულ ფოლადის არმატურასთან შედარებით. მინაპლასტიკური არმატურის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები. კომპანია საქართველოს ბაზარზზე იყო პირველი ბიზნესი, რომელმაც მინაპლასტიკური არმატურის წარმოება დაიწყო. პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სამშენებლო ჰიპერმარკეტებში.

მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი

Utify

სერვისი, რომელსაც Utify მომხმარებელს სთავაზობს, სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში ერთადერთია საქართველოში. ეს არის მულტიპლატფორმა, რომელიც შედგება სალონის ადმინისტრაციული მართვის სისტემისგან და ასევე მომხმარებლის მობილური (iOS და Android) აპლიკაციისგან. სალონის ადმინისტრაციული მართვის სისტემა მიზნად ისახავს მოახდინოს მიღებული ჯავშნების გაციფრულება და ბიზნესს ინფორმაციის გაანალიზებაში დაეხმაროს. მომხმარებელს კი შეუძლია, ერთ აპლიკაციაში იხილოს სისტემაში ინტეგრირებული ყველა სალონი და მარტივად განახორციელოს ჯავშანი სასურველ ცენტრში, სასურველ პროცედურაზე, სასურველ სპეციალისტთან, სასურველ დროს.

Utify

ჰარმონია

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალური სტუდია ,,ჰარმონია" 5-დან 15 წლამდე ბავშვებს ასწავლის სიმღერასა და თანამედროვე ცეკვებს. გარდა ამისა, დგავს სპექქტაკლებს.  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც „ჰარმონიამ“ განახორციელა არის საბავშვო მიუზიკლი, რომელშიც ჩართული იყო 1280 ბავშვი. სტუდია, რომელიც მსგავს პროექტებში რთავს ბავშვებს, აჭარის მასშტაბით არ არსებობს. ჰარმონიის საქმიანობამ დიდი როლი ითამაშა საბავშვო საესტრადო ხელოვნების განვითარებაში აჭარაში.

ჰარმონია

Airballoontbilisi - Aerophile 30 NG

ალბათ შეამჩნევდით გიგანტურ ბურთს ძველი თბილისის ცაზე, რომელიც ქალაქის ბევრი ადგილიდან ჩანს. Airballoontbilisi - Aerophile 30 NG არის ფრანგული ბრენდი, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში ჰელიუმით მართვად საჰაერო ბურთებს შორის. 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ეს პროდუქტი საქართველოშიც შემოვიდა. 34 მეტრი სიმაღლის ბურთს 150 მეტრ სიმაღლეზე 7500 კგ-ს აზიდვა შეუძლია. მისი მაქსიმალური ტევადობა 30 ადამიანია. ბურთი განთავსებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რიყის პარკში.

Airballoon Tbilisi

Kicky

Kicky აპლიკაციის საშუალებით სკუტერების გაქირავების კომპანიაა. მისი მიზანია დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში. Kicky-ის სამომავლი გეგმა საერთაშორისო ბაზრის ათვისებაა.

Kicky