სიახლეები

თიბისი ახალი თაობისთვის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

ივნისი 01, 2018

„წიგნებში უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე პირატების „განძთა კუნძულზე“ და რაც მთავარია, შენ შეგიძლია ამ სიმდიდრით ყოველდღიურად ისიამოვნო.“ – კითხვაზე, თუ რა არის სამყაროს შემეცნების შეუცვლელი გზა, ყველაზე ჯადოსნური და ვიზუალურად მიმზიდველი სამყაროს შემოქმედის - უოლტ დისნეის პასუხიც წიგნი აღმოჩნდა.

მკითხველებად ბავშვობიდანვე ვყალიბდებით. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტია წიგნთან დაკავშირებული ყველაზე ადრეული, პირველი გამოცდილებები; პატარა ასაკიდანვე მოსმენილი თუ ამოკითხული ამბების ჩვენებურად წარმოდგენა. 


სულ თავიდან ჯერ ასოები უკავშირდება ერთმანეთს, შემდეგ სიტყვები იქცევა მთლიან ფრაზებად, ნელ-ნელა კი ფურცლიდან ამოკითხული ამბები ბავშვის გონებასა და წარმოსახვაში ცოცხლდება; ნებისმიერ სასურველ რეალობაში პორტირებული პატარა მკითხველი პერსონაჟების თავგადასავალს განიცდის, სწავლობს კარგისა და ცუდის გარჩევას, არჩევანს აკეთებს - ვის მხარეს იყოს. სწორედ ამ ემოციებითა და ფანტაზიით იწყება წიგნის შეყვარება.

თანამედროვე მშობლები ალბათ იტყვიან, რომ ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში რთულია ბავშვისა და წიგნის დამეგობრება. არადა, მთავარია ბავშვი და წიგნი სწორ დროსა და ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც კითხვა გასართობი, სასიამოვნო პროცესი იქნება და არა ვალდებულება.

პატარებისა და წიგნების შესახვედრად სწორედ ასეთი მეგობრული სივრცე შექმნა „ექსპო ჯორჯიაში“ თიბისიმ, რომელიც წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს დაუმეგობრდა. 


30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი, მე-6 - საბავშვო პავილიონში პატარა მკითხველებს უმასპინძლებს და მათ საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, თიბისი კი მათ

საგანგებოდ მოწყობილ კუთხეში დახვდება, რომლის სტუმრობასაც ბავშვები ოთხი დღის განმავლობაში შეძლებენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის, 1-ელი ივნისისთვის, თიბისი განსაკუთრებულად მოემზადა და ამ დღეს, მე-6 პავილიონში, ახალ თაობას სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს. პატარა სტუმრები აქ მოსვლისთანავე მიხვდებიან, რომ წიგნთან ურთიერთობა მხოლოდ ერთ ადგილას წყანარად ჯდომასა და ჩუმად კითხვას არ გულისხმობს და რომ წიგნის სამყაროში მოხვედრა სახალისო, აქტიური და ამავდროულად შემეცნებითი აქტივობებითაც შეიძლება. 


სწორედ ასეთი აქტივობები დაგხვდებათ 1-ელ ივნისს მე-6 პავილიონში სხვადასხვა ასაკის ბავშვებს: გინესის მსოფლიო რეკორდსმენი - ვაკო მარჩილაშვილი რუბიკის კუბის აწყობის მასტერკლასს ჩაგიტარებთ; გიყვარს სამაგიდო თამაშები? - დღის სხვადასხვა მონაკვეთში, თიბისიში შექმნილ თამაშებში შეგიძლია ჩაერთო. „ლიტერატორობანა“ სწორედ ამ დღისთვის მოიფიქრეს - თამაში, სადაც ქალაქები და ქვეყნები წიგნებმა და წიგნის გმირებმა ჩაანაცვლა; „ჩაიფიქრე“ წარმოსახვის უსასრულო სამყაროში გამოგზაურებს, „100 წელი“ კი სახალისო გზით მოგიყვება შენი ქვეყნის ისტორიის ბოლო 1 საუკუნეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეული კალიგრაფები კალიგრაფიის ვორქშოპს ჩაგიტარებენ; ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორებს შეხვდებით, სახალისო ვიქტორინებში კი შეიძლება ის წიგნები მოიგოთ, რომლების წაკითხვის ბედნიერებაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ.


ყველაზე დიდი ისტორიული მონაპოვარი - წიგნი, საზოგადოებას გამოსახვის დახვეწილი ხერხებისა და დეკორატიული ელემენტების კავშირმა მოუტანა. წლები გადიოდა და წიგნის ვიზუალი, მასალა და ფრომატი სულ უფრო იხვეწებოდა. მის ფურცლებზე გაჩენილმა ილუსტრაციებმა კი ტექსტუალურ მასალასთან ერთად მკითხველს აღქმის უნარი გამოუმუშავა. წიგნის ილუსტრირება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა თანამედროვე ხელოვნებაში. ილუსტრირებული წიგნებით ბავშვების დაინტერესება აუცილებელია, რადგან ის, რასაც პატარები თვალით ხედავენ, ბევრჯერ გამეორებულზე უკეთ ამახსოვრდებათ. სწორედ ამიტომ, წიგნის ფესტივალის ფოკუსი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ფინელი მწერალი - ლინდა ბონდესტამი და ილუსტრატორი - თათია ნადარეიშვილი საბავშვო წიგნებში ილუსტრაციების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კიდევ ერთი ილუსტრატორი - გიორგი ჯინჭარაძე კი ბავშვებისთვის გასაგები, მარტივი ენით, შემოქმედებით სესიას ჩაატარებს თემაზე - როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია? 


საბავშვო პავილიონში მოსულ პატარა სტუმრებს მოსწავლის #1 ბარათის სტენდიც დახვდებათ, სადაც მათთვის განკუთვნილი ბარათების უფასოდ აღება და სპეციალური საჩუქრების მიღება შეეძლებათ. ბარათის მისაღებად, საჭიროა, მშობელმა ბავშვის დაბადების მოწმობა იქონიოს თან.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისის დაგეგმილი ღონისძიებები, იმ მრავალფეროვანი პროექტების ლოგიკური გაგრძელებაა, რომლებიც თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტის ფარგლებში - ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად მუდმივად ტარდება. 

პირველ ივნისამდე სულ ცოტა დრო რჩება. დილიდან გელოდებით „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონში!

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია