Anushka Chkheidze - Lost Luggage

დღეს კარგი დღეა, ყველასთვის საყვარელმა ანუშკა ჩხეიძემ EP გამოსცა და მე მომეცა საშუალება ხოტბა შევასხა მას.


გვანცა: შეგიძლია მითხრა რა იყო EP-ის ინსპირაცია?

ანუშკა: ინსპირაცია კი არა ეს იყო ტანჯვა ჰაჰაჰაჰაა



“ დაკარგული ბარგისთვის რომ არ მიმეძღვნა ალბომი არ შეიძლებოდა იმიტომ რომ 3-ჯერ დავკარგე მათ შორის ერთხელ ისე რომ ჩემი ლაივი ჩაიშალა”

არვიცი ოდესმე შფოთი თუ გქონიათ, მაგრამ ჩემთვის, ეს თითქმის 25 წუთიანი EP, მოგზაურობაა შფოთში საუნდით.

EP “Lost Luggage” ანუ “დაკარგული ბარგი” შედგება 4 მშვენება კომპოზიციისგან და დღეს, 29 სექტემბერს ჩვენს საყვარელ CES Records-ზე დარელიზდა.

Პირველი კომპოზიცია “Utrecht” აჩქარებული გულის ცემაა, თითქოს ვხედავთ აეროპორტში მომლოდინე ანუშკა როგორ ადევნებს თვალყურს ყველას ბარგს და სულმოუთქმელად ელოდება თავისას, მანამ სანამ ფიქრების ტალღები თავში ერთმანეთს ასკდება, “ნეტავ კიდევ ხომ არ დაიკარგა ბარგი?” ეს კომპოზიცია ასევე ატარებს იმ ქალაქის სახელს, სადაც უშუალოდ შეიქმნა EP,

Მეორე კომპოზიცია “Lost Luggage” თითქოს მიხვედრაა რომ ბარგი დაიკარგა და ემოციების ბუკეტი იფრქვევა - ბრაზი, დაბნეულობა; კომპოზიციის ცივი ხმოვანება მაგონებს როგორ იყინება სხეული ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში, ემოციების და რაციონალური მხარის დაჯახება, ცდილობ ფიქრებს მოუყარო თავი, მაგრამ გული ისევ აქტიურად და მძიმედ გახსენებს შენს მკერდში არსებობას.

Მესამე კომპოზიცია “ASE” კი გამოფხიზლებაა, ტანში სითბო, თავში პოზიციტიური ფიქრები იწყებენ თამაშს -

“აი ASE, ყველაფერი იქნება კარგად”

Მეოთხე კომპოზიცია “My Lands”-ში კი იგრძნობა იმედი, საკუთარ თავთან დაბრუნება, გამოსავალი ნაპოვნია, ახალ თავგადასავლები წინაა. ეს კომპოზიცია უდაოდ ჩემი საყვარელია

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ალბომი ატარებს ბავშვურ სიხალისეს, რომელიც თითქოს მოუსვენარ ბითებში გამოიხატება და ეს ყველაფერი შეზავებულია ოდნავ ბუნდოვან ჟღერადობებში, რომელიც თითქოს სხეულს გატოვებინებს, რაც ჩემთვის ზუსტად აღწერს ანუშკას მუსიკას, სადმე რომ მოუსმენ თვალდახუჭული და იტყვი -

“ეს ანუშკაა!”

Ჩემი დიდი რეკომენდაცია ამ ალბომს და უფრო დიდი სიყვარული ანუშკას.

ავტორი : გვანცა უთურაშვილი