Afflelou Paris-ის ახალი კოლექცია თიბისი კონცეპტის სივრცეში

მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის სივრცე, რომელიც აქ მისულ სტუმრებს თავის სამუშაო სივრცეში, კაფეში თუ ბიბლიოთეკაში ყოველთვის მრავალფეროვან გამოცდილებას გვთავაზობს, ამასთანავე საშუალებას გვაძლევს, რომ ისტორიული შენობის პირველ სართულზე ქართული და უცხოური ბრენდების უნიკალური კოლექციები აღმოვაჩინოთ.

24 დეკემბრის 16:00 საათიდან “აფლელუ პარიზთან” თანამშრომლობით, მულტიფუნქციური სივრცის პირველი სართული იტალიური ბრენდების, Marni-ისა და Retrosuperfuture-ის ხელნაკეთი სათვალეების ექსკლუზიურ კოლექციებს დაეთმობა.


თიბისი კონცეპტის მომხმარებლები გარდა იმისა, რომ გადახდილი თანხის 15%-ს დაიბრუნებენ, Afflelou-ს მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ბარათებსაც მიიღებენ და ამავე ბრენდის კიდევ ერთ სასურველ მოდელს შეარჩევენ. 


Marni-ის მზის სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

ეკლექტიკური სტილით გამორჩეული აქსესუარი ბრენდმა რვა სხვადასხვა დიზაინით წარმოგვიდგინა, რომელთაგანაც თითოეული არა მხოლოდ თანამედროვე სილუეტებით, არამედ ხარისხით და კომფორტულობითაც გამორჩეულია.

ასეთივე ხარისხითაა ცნობილი Retrosuperfuture-ის ხელნაკეთი სათვალეებიც, რომელიც გარდა იმისა, რომ ყოველთვის ორიგინალურ, ხშირად შემოქმედებითი დიზაინის აქსესუარებს გვთავაზობს, უფრო მეტად ცნობილია მაღალი ხარისხის ლინზებით, რომლებსაც Zeiss-ისა და Barberini-ისთან თანამშრომლობით ქმნის. 

ავტორი: გვანცა ჩანადირი/Hammock Magazine