სიახლეები

პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი

ხმა - "კარგად დავიწყებული ძველი" თანამედროვე ტექნოლოგიებში

მარტი 15, 2019

ძველი ცივილიზაციების ზოგიერთი მკვლევარი ჰყვება, რომ ამ „მაგიურ“ მოვლენას მესოპოტამიელებზე, ძველი ჩინეთის მაცხოვრებლებზე, ეგვიპტელებსა თუ ინდოელებზე ისეთი ეფექტი ჰქონდა, რომ იგი არაამქვეყნიურ, კოსმიურ აქტად მიიჩნეოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ „ის კოსმოსიდან მოდიოდა“ და ადამიანები მხოლოდ დედამიწაზე არეკლილი მისი ვიბრაციების მომსწრე ვიყავით. ამავე წყაროებს თუ დავუჯერებთ, ამ ფენომენის შესწავლამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ზოგადად, ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობის ხანრგძლივ პროცესზეც, მაგალითად, ჰარმონიის აღქმაზე. „ანტიკურ დროში ხმა, რომელიც თავის მხრივ მუსიკის წინაპარია, აღიქმებოდა არა როგორც ფიზიკური, არამედ საკრალური განზომილება. რატომ? იმიტომ, რომ მათი აზრით ხმა, როგორც ცალკე აღებული მოვლენა ფიზიკური სამყაროს მიღმა იქმნებოდა“, - წერს მკვლევარი დევიდ თეიმი


 „ანტიკურ დროში ხმა, რომელიც თავის მხრივ მუსიკის წინაპარია, აღიქმებოდა არა როგორც ფიზიკური, არამედ საკრალური განზომილება. რატომ? იმიტომ, რომ მათი აზრით ხმა, როგორც ცალკე აღებული მოვლენა ფიზიკური სამყაროს მიღმა იქმნებოდა“, - წერს მკვლევარი დევიდ თეიმი 


წიგნში „მუსიკის იდუმალი ძალა“.

ეს ჰარმონიული აქტი, რომელმაც ძველი ცივილიზაციები ააფორიაქა, სწორედ ხმა და მისი ჟღერადობა იყო.


 „ბგერები მოძრაობას იწყებენ ვიბრაციით. ვიბრაცია ქმნის ხმის ტალღებს, რომლებიც სხვადასხვა სივრცეში - ჰაერსა და წყალში - გააღწევენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიან ყურთან“. ამ პროცესს ისინი საათში დაახლოებით 1 230 კილომეტრის სიჩქარით გადიან.


დღეს, ხმა, როგორც ფიზიკური მოვლენა, მეცნიერულად გაანალიზებულია. თუმცა მისი ჯადოსნურობა ჯერ კიდევ განხილვის საგანია, შესაძლებლობები - ჯერ კიდევ ამოუცნობი, ხოლო მისი როლი ადამიანების ურთიერთობაში - კვლავ შეუცვლელი და ზოგჯერ გადამწყვეტიც.

გარდა იმისა, რომ ის უბრალოდ გვესმის, ხმას კვლავაც შეუძლია იყოს შოკისმომგვრელი და ისეთი საქციელი ჩაიდინოს, როგორიც, მაგალითად, შუშის მსხვრევაა. იგი ხშირადაა მთავარი ეჭვმიტანილი დიდ შეგრძნებებშიც: მეცნიერები დღემდე ცდილობენ „ერთი ნახვით, ან ერთი მოსმენით შეყვარების“ ფენომენის ამოხსნას. ხმა მთავარი მიზეზია მუსიკის არსებობისათვის. ის კვლავ რჩება ადამიანების წარმოსახვის და ფანტაზიის მნიშვენლოვან წყაროდ. და ეს მისი შესაძლელბლობების მხოლოდ ნაწილია.


თანამედროვე ხელოვანთა, ინჟინერთა თუ ფსიქოლოგთა ნაწილი უკვე დავობს იმაზეც, რომ ადამიანებს შორის ხმით დამყარებული ემოციური თუ საქმიანი კომუნიკაცია შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე - ვიზუალურად.


ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი და დამსახურებული ხმის ინჟინერი რენდი თომი თავის ბლოგზე წერს:

  

„ხმა მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება განვსაზღვროთ თუ რას ვხედავთ. ხოლო ვიზუალი გვეხმარება უკეთესად აღვიქვათ, თუ რას ვუსმენთ... ხმა ინფორმაციას გვაძლევს პერსონაჟზე, ადგილსა და დროზე; მას შეუძლია ისეთი გზით წაგვიყვანოს, რომელსაც ვიზუალი ვარ მოახერხებს“.

კარგად დავიწყებული ძველი - ხმის მნიშვნელობა ადამიანების კომუნიკაციაში უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ინოვაციურმა მიმართულებამაც ახლებურად გაიაზრა. ასე გამოჩნდენ თანამედროვე ტექნოლოგიებში და ჩვენს ციფრულ მოწყობილობებში „ალექსა“, „სირი“, თუ სხვა ხმოვანი ასისტენტები, რომლებიც საქმეს გიმარტივებენ და აპლიკაციებში ფუნქციების ძებნას თავიდან გაცილებენ. ხმოვან ასისტენტებს კიდევ ერთი უპირატესობა გამოარჩევთ: დროის დაზოგვისთვის ისინი შეუცვლელები არიან.


უკვე არსებობს პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტიც და ის თიბისის მობაილბანკშია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც თიბისის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობს, თანხის გადარიცხვა მხოლოდ სიტყვების საფუძველზეც შეუძლია.


ამისათვის მომხმარებელი უნდა შევიდეს მობაილბანკის განახლებულ აპლიკაციაში, დააჭიროს „ხმოვანი ასისტენტის“ სიმბოლოს და უთხრას, რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა უნდა.


გარდა იმისა, რომ ხმოვან ასისტენს მომხმარებლის ხმა ესმის, თავადაც ეხმარება დავალების შესრულებაში და ხმოვან მითითებებს აძლევს.


ახალი ფუნქცია თიბისიმ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულ კომპანია Pulsar AI-სთან ერთად შეიმუშავა. უახლოეს მომავალში ხმოვან ასისტენტს სხვა ფუნქციებიც დაემატება და კიდევ უფრო გაამარტივებს მომხმარებლების ყოველდღიურობას.


ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი