5 ვიდეო ცისფერი მთების არქივიდან

ვიდეო მასალა გამოყენებულია ცისფერი მთების ბოლო 2 წლის არქივიდან

თეთნულდისა და მისკენ მიმავალი გზის ეს კადრები ცისფერი მთების სავიზიტო ბარათად იქცა. ვიდეო შეიცავს მასალას ისეთი ადგილებიდან, რომლებიც მანამდე არასდროს ყოფილა კამერით ასახული.


ავტორი - ნიკა ლებანიძე

ხშირად, ბუნების ყველაზე საოცარი ნაწილი არა მხოლოდ ცასთან ახლოს, არამედ მიწის ქვეშაა. ვიდეოში ასახულია ტური რაჭაში, ცხრაჯვარის არცთუ ისე ცნობილ იდუმალ გამოქვაბულში. ავტორი კვლავაც ნიკა ლებანიძეა.

ბოლო დროს გადაადგილების ბევრი ალტერნატიული საშუალება გაჩნდა. ქუჩაში კი თითქოს უფრო მეტი სკეიტბორდერია. სკეიტებით გადაადგილება მთაშიც სახალისოა. ასე ერთობიან ყაზბეგში ქართველი სპორტსმენები გუგა დვალი და ლუკა რურუა:

მთაში გატარებული დროის ვიდეო ბლოგებად მოყოლა მსოფლოიში პოპულარული, თუმცა საქართველოში არც ისე ხშირია. ZaaLand ქართველი ვლოგერის, ზაალ წერეთელის პლატფორმაა, რომელიც ცისფერ მთებთან ერთად აქტიურად გვიყვება მთის თავგადასავლების შესახებ. გთავაზობთ ერთ-ერთს ჰაწვალიდან.

დაბოლოს, ვიდეო, რომელიც მოგანდომებს სრიალს და შემდეგ სეზონამდე ლოდინს დაგაწყებინებს. ჯაბა სხვედიანის 3D დაშვება: