მუსიკა | ცა

Roman Flügel

Roman Flügel - მუსიკოსი, დიჯეი და გერმანული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეულად პატივსაცემი წევრია.



orbmag.com

ფლუგელი უზარმაზარი დიაპაზონის მქონე პროდუსერია. არაერთი ფსევდონიმითა და ასობით გამოცემული ჩანაწერით მას ელექტრონული მუსიკის უამრავ ქვეჟანრში წარუშლელი კვალი აქვს დატოვებული.


ჟანრებში ლავირების განსაკუთრებული ნიჭის გამო, ფლუგელს ელექტრონული მუსიკის ქამელეონსაც კი უწოდებენ

ფლუგელის მუსიკა ხშირად არაკონვენციურ ელექტრონიკას მიეკუთვნება. მისი თქმით, საცეკვაო მუსიკის კეთებისას მარტივია წესების მიხედვით თამაში და ტრეკის მოსალოდნელი განვითარების არჩევა, რაც ნამდვილად „იმუშავებს“. თუმცა, ის არატრადიციული გზით წასვლას ამჯობინებს.



"ვცდილობ, ისეთი გამოსავალი და გამოხატვის გზა ვიპოვო, რომელიც თავიდან ცოტა დამაბნეველი იქნება [მსმენელისთვის]. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს მუსიკის კეთების დროს"

groove.de

სოლო მოღვაწეობის გარდა, ფლუგელს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებს თანაქალაქელ Jörn Elling Wuttke-სთან დარმშტადტიდან, პროექტებით Alter Ego, Holy Garage, Acid Jesus, Sensorama და სხვა. მის სახელს ასევე უკავშირდება ისეთი საინტერესო ლეიბლი, როგორიცაა Ongaku Musik და შვილობილი ლეიბლები Klang Elektronik და Playhouse.


რომან ფლუგელი ფრანკფურტის საკლუბო სცენას მიეკთვნება და მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეცაა. ამასთან ერთად, ის ამ ქალაქში მდებარე ლეგენდარული კლუბის, Robert Johnson-ის რეზიდენტია.

მოხარულები ვართ, რომ ფლუგელი წელს 4GB-ის დასკვნით საღამოზე 25 მაისს დაუკრავს.

ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი

გარეკანის ფოტო: Resident Advisor