ლიტერატურა

კითხვაში გატარებული 10 მილიონი წუთი

„საბა"

ოქტომბერი 12, 2021

SABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10 000 000 წუთი დაუთმეს!

კითხვის დროის გაზომვა SABA Reader-ში მას შემდეგ გახდა შესაძლებლი, რაც მაისში აპლიკაციას ახალი ფუნქცია “კითხვის დრო” დაემატა. ის მომხმარებელს კითხვაში გატარებულ დროს უჩვენებს და ერთგვარი საშუალება, ერთის მხრივ ხედავდე, თუ რა დროს უთმობ კითხვას დღეს და მეორეს მხრივ, უყურებდე პირადი სტატისტიკის განვითარებას თვეების განმავლობაში.

„ჩემი პირადი წაკითხული დრო 20 საათია. როგორც თითქმის ყველა ჩემი თანატოლი მეც მობილურზე დამოკიდებული ვარ, მაგრამ ვცდილობ ეს დამოკიდებულება სასარგებლოდ ვაქციო, სქროლვას ცოტა დრო მოვპარო და ეს წუთები საბას აპლიკაციაში კითხვას დავუთმო. მიხარია იმის ცოდნა, რომ ამ 10 000 000 წუთში ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე“


- ლუკა, 19 წლის

ზედიზედ კითხვის მაჩვენებელი, კითხვის შეხსენება და წაკითხული დროის კონტროლი - ეს ის ფუნქციებია, რომელიც მომხმარებელს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაში და თვითგანვითარებაში ეხმარება.

„პირადად მე კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაში ყველაზე მეტად შეხსენების ფუნქცია დამეხმარა. აპლიკაცია ჩემი სურვილისამებრ ყოველ საღამოს მახსენებს, რომ დროა უსარგებლო სქროლვას მოვწყდე და დრო კითხვას დავუთმო. დღეის მდგომარეობით 43 დღეა გადბმულად ვკითხულობ, რაც ნიშნავს რომ არცერთი დღე არ გამიტარებია კითხვის გარეშე, ახლა უკვე შეხსენების გარეშეც მიჩნდება სურვილი გავხსნა აპლიკაცია და გავაგრძელო საინტერესო ადგილას შეწყვეტილი ისტორია“


- ელენე 21 წლის

5 თვის თავზე წაკითხული 10 000 000 წუთი კი ნიშნავს რომ მკითხველებმა ლიტერატურას თითქმის 19 წელი დაუთმეს და საშუალოდ 5 000 000 გვერდი და 20 000 წიგნი წაიკითხეს.

,,ჩემთვის ყველაზე კომფორტული ხმოვანი წიგნები აღმოჩნდა. სამსახურამდე ყოველდღიურად საკმაოდ დიდი მანძლის გავლა მიწევს, გზაში ყურასასმენებით მუსიკის ნაცვლად ზოგჯერ ხმოვან წიგნებს ვუსმენ და მართლა შეუმჩნევლად გადის დრო. ცოტა ხნის წინ ვერ წარმოვიდგენდი წიგნის მოსმენა თუ მომეწონებოდა, მაგრამ ახლა 16 საათზე ოდნავ მეტია ჩემი პირადი სტატისტიკა, რაც სულ ხმოვანი წიგნების დამსახურებაა“


- დათო, 24 წლის



გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader


ავტორი: „საბა"