August 16, 2024
მაშინ როდესაც ზაფხული დგება და სეზონთან დაკავშირებული, დამახასიათებელი ამაღლებული განწყობა მოაქვს, შოპინგი, სხვადასხვა ფერადი ნივთის შეძენა, საკუთარი თავისთვის თუ სასაჩუქრედ განსაკუთრებულად სასიამოვნო პროცესია.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მდებარე კოლექცია ქალაქის გამორჩეული ადგილია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიიდან მრავალფეროვან ნივთებს აერთიანებს და ერთ სივრცეში შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ უამრავ ინტერესსა თუ სურვილზე მორგებული ფერადი და საინტერესო საზაფხულო ნივთები.
Funduki - ფუნდუკის ჩანთა
ეკო-კომფორტულ კონცეფციაზე დაფუძნებული ბრენდი - Funduki მდგრად და გამორჩეული დიზაინის ნივთებს აწარმოებს, მათ შორის არის წყალგაუმტარი ჩანთა Uzura, რომელიც საზაფხულო მოგზაურობისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან აქვს სახელური, რომლის გამოყენებაც 4 სხვადასხვა პოზიციაშია შესაძლებელი, გარდა ამისა, ჩანთას აქვს სამი დიდი შიდა ჯიბე და რეგულირებადი ჩამკეტები.
Mulberry - მალბერის სასაჩუქრე სეტი
Mulberry სილამაზესა და კომფორტზე ორიენტირებული ექსკლუზიური ქართული ბრენდია, რომელიც ნატურალური აბრეშუმის ბალიშის პირებს, საძილე ნიღბებსა და თმის სამაგრებს ქმნის.
100%-ით ნატურალური აბრეშუმის პროდუქცია შეგიძლიათ ცალ-ცალკე ან სასაჩუქრე, საძილე ხაზის სახით შეიძინოთ, რაც საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანის გასახარებლად იდეალური ვარიანტია.
Treuleben - პასპორტის ჩასადები
თუკი საზაფხულო მოგზაურობას საზღვარგარეთ გეგმავთ, თიბისი კონცეპტის კოლექციაში შეგიძლიათ Treuleben-ის პასპორტის ტყავის ჩასადები აღმოაჩინოთ, რომელსაც რამდენიმე პატარ-პატარა განყოფილება აქვს და გარდა პასპორტისა, მასში ბარათების მოთავსებასაც შეძლებთ.
Supereditions - სამოგზაურო წიგნაკი
მოგზაურობისას კიდევ ერთი გამოსადეგი ნივთი Supereditions-ის სამოგზაურო წიგნაკია, რომელიც 28 გვერდისგან შედგება.
წიგნაკში შეგიძლიათ მოგზაურობის შთაბეჭდილებები, საინტერესო ინფორმაციები ჩაიწეროთ ან სულაც, ილუსტრაციები შექმნათ, მოგზაურობისას გაკეთებულ ჩანახატებს კი მოგონებების ამსახველი პატარა წიგნაკი შეინახავს.
Freeza - მინი-მაცივარი
იმისათვის, რომ პარფიუმერიას, კოსმეტიკურ და თავის მოვლის საშუალებებს ზაფხულის ცხელ დღეებში გრილი ტემპერატურა შევუნარჩუნოთ, საუკეთესო დამცავი სათავსო Freeza-ს მულტიფუნქციური მინი-მაცივარია, რომელიც მისი კომპაქტურობიდან გამომდინარე, საკმაოდ მოსახერხებელია სამოგზაუროდაც.
გარდა კანის მოვლის პროდუქტებისა, მინი-მაცივარში შესაძლებელია მედიკამენტების, საკვებისა და სასმლის შენახვაც.
Freeza - ყინულის მასაჟორი ბურთები
Freeza-ს ყინულის მასაჟორ ბურთებს, გარდა იმისა, რომ ცხელ დღეებში სასიამოვნოდ აგრილებს კანს, ბევრი დადებითი ფუნქცია აქვს - სახის კანს ტონუსსა და ელასტიკურობას მატებს, ხსნის დაღლილობას, თვალის უპეების შესივებასა და თვალის ირგვლივ სიშავეს, ამცირებს სიწითლესა და ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანს ახალგაზრდულ იერსა და ბზინვარებას ანიჭებს.
Ceramic Studio 1300 - საყვავილე, სასანთლე
თუკი ინტერიერის დიზაინში თანამედროვე და დახვეწილი ელემენტების შეტანა გსურთ, ქართული კერამიკული სტუდიის - Ceramic Studio 1300-ის ხელნაკეთი ნივთები ძალიან კარგი ვარიანტია.
სტუდიის ნივთები თიხისგან არის დამზადებული და მათ ორიგინალური დიზაინი გამოარჩევს, იქნება ეს საყვავილე თუ სასანთლე, ან დიზაინერული აქსესუარები სხვადასხვა ფერში.
Poster_o - ანბანის სუფრა, ლარნაკი
პოსტეროს ორიგინალური ნივთები გაფორმებულია საქართველოს დამსახურებული მხატვრის - ოთარ ჯიშკარიანის მიერ შექმნილი მხედრული შრიფტით - "ანბანთქება".
თიბისი კონცეპტის კოლექციაში შეგიძლიათ ამ გამორჩეული შრიფტით შექმნილი სუფრა და ლარნაკი შეიძინოთ, რომლებიც იდეალურად ეხამება ერთმანეთს და ინტერიერში კულტურული მემკვიდრეობის საინტერესო ელემენტები შეაქვს.
ფოტოწიგნი "თბილისი"
ანა ციციშვილის ფოტოწიგნი - "თბილისი" ქალაქის ქუჩების, სახლების, სხვადასხვა ადგილებისა და ნაგებობების ფოტოებს აერთიანებს. თბილისის სილამაზე და ესთეტიკა ანა ციციშვილმა ფოტოწიგნში მოაქცია, რომელიც Jurgen Malefeyet-თან თანამშრომლობით დაიბეჭდა.
"თბილისი" დასამახსოვრებელი საჩუქარი აღმოჩნდება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ქალაქის მიმართ სიყვარული და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
IZIPIZI - მზის სათვალე
როდესაც ზაფხულზე და მასთან დაკავშირებულ ნივთებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს სეზონის ყველაზე საჭირო აქსესუარი - მზის სათვალე.
თიბისი კონცეპტის კოლექციაში კი ძალიან ფერადი და მხიარული, მაღალი ხარისხის და გამორჩეული სტილის - IZIPIZI-ს სათვალეების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, ეს მნიშვნელოვანი აქსესუარი კი საზაფხულო თავგადასავალს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.
Remember The Store
აღმოაჩენთ, მათ შორის - სასაჩუქრე ნაკრებებს, სასანთლეებსა და სხვადასხვა ფერის, სურნელოვან, დახვეწილი დიზაინის სანთლებს. მაღაზიაში დაგხვდებათ Lexon x Keith Haring და Lexon x Basquiat სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც დიზაინისა და ტექნოლოგიის ერთმანეთთან შერწყმას ქმნის, ორი ცნობილი ხელოვანის - კიტ ჰარინგისა და ჟან-მიშელ ბასკიას ხელოვნების ნიმუშებით, საკულტო ნამუშევრებით შექმნილი ხაზები აერთიანებს ყოველდღიურად გამოსაყენებელ ნივთებს - Mino+ სპიკერს, Mina M LED სანათს, Flip+ მაღვიძარა საათს, Tykho 3 FM რადიოსა და სპიკერს.
რაც შეეხება სანთლებს, კოლექციაში Boogie Bougie-ის ხელნაკეთი სანთლები დაგხვდებათ, რომლებიც სანაპიროზე დასვენების, ტყეში სეირნობის და აყვავებული ხეების სპეციფიკურ სურნელებს აერთიანებს.
Stan Edition-ის სანთლებს კი ორიგინალური დიზაინი და მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა გამოარჩევს. ინტერიერში დახვეწილი შტრიხის შესატანად და სანთლების მოსათავსებლად, კოლექციაში ასევე წარმოდგენილია Reflections Copenhagen-ის ძვირფასი ხელნაკეთი კრისტალით დამზადებული სასანთლეები.
თიბისი კონცეპტის ბარათის მომხმარებლებზე ვრცელდება შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბარათის მფლობელები კოლექციაში ნივთის შეძენისას თანხის 15%-ს დაიბრუნებენ.
ავტორი: თეკლა ცომაია/Hammock Magazine
ფოტოგრაფი: სალი დუნდუა, LAAP Studio