განათლება თაობა სიახლეები

თიბისის ტექსკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი უკვე 30 წელზე მეტია არაერთი პროექტის ავტორი თუ მხარდამჭერია, რომელიც ახალი თაობის განვითარებას, გაძლიერებასა და განათლებას ემსახურება.

სექტემბერი 09, 2024

2023 წელს თიბისის ტექსკოლა დაარსდა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები. 

ტექსკოლამ დაარსებიდან დღემდე 1800-ზე მეტი ახალი თაობის წარმომადგენელი გააერთიანა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ტექსკოლა 7 ტექნოლოგიურ მიმართულებას ონლაინ სასწავლო კურსებში აერთიანებს და ახალ თაობას საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ პროფესიას დაეუფლონ სრულიად უფასოდ. 

ტექსკოლის სამთვიანი სასწავლო კურსები:

·      ვებგვერდების აწყობა (Front End)

·      UI/UX დიზაინი

·      ვებგვერდების პროგრამირება (Back End)

·      მობილური აპლიკაციების შექმნა

·      გრაფიკული დიზაინი

·      ციფრული მარკეტინგი

·      ფოტო-ვიდეოგრაფია

🔗 გადადი კურსებზე

პროგრამის სრულფასოვნად გავლისათვის აუცილებელია წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე. სწავლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ მოსწავლეს აძლევს კურსის გავლის შესაძლებლობას.

შერჩევის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება. რეგისტრაციისათვის შეავსე სასურველი კურსის სარეგისტრაციო ფორმა, შემდეგ კი შეასრულე თითოეული ეტაპის დავალება. შერჩევისას გავითვალისწინებთ რეგისტრაციის რიგითობას. 


ტექსკოლაში სწავლის პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება.

პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით.

აირჩიე სასურველი კურსი და დარეგისტრირდი 22 სექტემბრის ჩათვლით. 

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს  www.tbceducation.ge

 

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში