Technology culture news

Undefined

Undefined

February 07, 2025

Pთიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა, ჰყავს პროფესიონალი ტექ გუნდი და მათთან ერთად ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი მიზანია. ზემოხსენებულს კი კომპანია სხვადასხვა საინტერესო ინიციატივით ემსახურება. ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი თიბისი IT აკადემიაა, სადაც დიდ წილად თიბისის ტექ პროფესიონალები ასწავლიან. აკადემიაში სხვადასხვა ტექ სპეციალობის შესწავლაა შესაძლებელი, რაც კურსდამთავრებულებისთვის ხშირად დასაქმების წინაპირობაა.

თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება.

სპეციალურად სტუდენტებისთვის შეიქმნა სატესტო ლაბი, რომელიც თიბისის რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და სადაც ისინი პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ.

6 თვიან პროგრამაში ინტეგრირებულია ისეთი მრავალფეროვანი აქტივობები, როგორებიცაა: კოლაბორაციული პროექტები, რეტროსპექტიული შეხვედრები, პროექტულ გუნდებთან კროს-კოლაბორაცია და სხვა.  

კურსი უფრო მრავალფეროვანი გახდა Amazon Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ. 

ამ თანამშრომლობის ინიციატორები არიან თიბისის გუნდის წევრები - გიორგი კაჭარავა, SRE ლიდი, საბა საყვარელიძე, CloudOps ინჟინერი და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი, ქლაუდ ინჟინერი, რომლებიც ამავდროულად ამ კურსის ლექტორები არიან. 

იმისთვის რომ მეტი გაგვეგო ამაზონისა და თიბისის ერთობლივ ახალ ინიციატივაზე, გადავწყვიტეთ მათ გავსაუბრებოდით. 

 

რა გაკეთდა კოლაბორაციის ფარგლებში?