ტექნოლოგია

თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ

ნოემბერი 15, 2023

თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ.


OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში - აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ.


მიხეილ ოსიპოვმა კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

მიხეილი ჰყვება, რომ ლისაბონის კონფერენციის პირველ დღეს პლატფორმის გამომყენებელი კომპანიები და დეველოპერები საკუთარ გამოცდილებას, შეცდომებს, მიდგომებს, მიღწევებს, ტექნიკურ გადაწყვეტებს, საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებს აზიარებდნენ. 


“ზოგადად, OutSystems მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმაა - გლობალური ლიდერი მაღალი წარმადობის Low-Code ბიზნეს აპლიკაციების დეველოპმენტში, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ბიზნეს აპლიკაციებს დეველოპმენტის დროს და ძალისხმევას. კონფერენცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა OutSystems დეველოპერს, არქიტექტორს, ტექ. ლიდს და სხვა პროფესიონალს აერთიანებს საკუთარი გამოცდილების და ბოლო მიღწევების გასაზიარებლად”.

კონფერენციის მეორე დღე OutSystems-ის ტექნიკური პერსონალის მიერ მომზადებული საკითხებიდან შედგებოდა - ტრენდები, გრძელვადიანი გემები, ინოვაციები, საუკეთესო პრაქტიკები და სხვა. მაგალითად: OutSystems და Enterprise Architecture, High-performance low-code პლატფორმის შესაძლებლობები და რეალიზაციის საუკეთესო მიდგომები დიდი მასშტაბის მოქნილი სისტემების შესამუშავებლად, დიზაინ სისტემების და UI/UX-ის გაუმჯობესება და სხვა.

მიხეილისთვის, როგორც OutSystems დეველოპერისთვის, კონფერენცია სასარგებლო აღმოჩნდა. ამბობს, რომ ბევრ ახალ ტრენდსა თუ პრაქტიკაზე მიიღო ინფორმაცია, რომელიც მისთვის აქამდე უცნობი იყო.


“ჩემთვის, როგორც თიბისის OutSystems დეველოპერისთვის და ასოცირებული პარტნიორისთვის, კონფერენცია იყო მნიშვნელოვანი მიმართულებაში ბოლო ტრენდების, საუკეთესო პრაქტიკების, გამოცდილების, ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის და თიბისიში OutSystems-ის მიმართულების წინაშე მდგომი ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ”


მიხეილის თქმით, კონფერენციაზე განხილული საკითხები და მიღებული ცოდნა თიბისიში არსებულ გამოწვევას პირდაპირ პასუხობდა - აპლიკაციების არქიტექტურის, წარმადობის, უსაფრთხოების, UI/UX-ის, მაშტაბირობადობის, CI/CD პროცესების ავტომატიზაციის გაუმჯობესებაში და ამისთვის ახალი პრინციპების, მიდგომების, პრაქტიკების და ინსტრუმენტების გამოყენებაში.

მიხეილის აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია ადამიანის, როგორც პროფესიონალის გამოცდილება - მსგავს კონფერენციებზე რაიმე ახალსა და სასარგებლოს აუცილებლად ისწავლი. ამასთან კოლეგებთან ინტერაქცია და კოლაბორაცია საქმიანობისთვის სასარგებლო და ეფექტურია.


“ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ხედავ, რომ შენთან ერთად სხვა უამრავი პროფესიონალიც მსგავს გამოწვევებზე მუშაობს და წარმატებით უმკლავდება. ეს ყველაფერი ზოგად განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და მეტ სტიმულს გაძლევს. ძალიან წამახალისებელი, მამოტივირებელი და პროფესიული განვითარებისთვის ეფექტურია”.


მიხეილი და თიბისის სხვა დეველოპერები კონფერენციის ორგანიზებით კმაყოფილები არიან. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის წარმომადგენელი (დეველოპერები, ტექ. ლიდერები, მენეჯერები, არქიტექტორები და სხვა), ჯამში დაახლოებით 1500 ადამიანი, ესწრებოდა.

ავტორი: Dev,ge