business

Undefined

Undefined

April 02, 2024

დღეს ყველა წამყვანი კომპანია საუბრობს იმაზე, რომ ორგანიზაციული კულტურა და ფასეულობები მნიშვნელოვანად განაპირობებს თანამშრომლების მოტივაციასა და ჩართულობას, რაც თავისთავად საუკეთესო შედეგების ენთუზიაზმით მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა. მეგობრული გარემო და კომფორტული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული გუნდი კი ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის.

კულტურა ორგანიზაციაში მთავარი ეკოსისტემაა, რომლის ფუნდამენტი დამსაქმებლის და თანამშრომლის საერთო ღირებულებებია. სწორედ ღირებულებების შესაბამისი რწმენები და ქცევები ქმნიან ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდი მაქსიმალურად შემოქმედებითია, პროდუქტიულია და საერთო იდეის რეალიზებას ემსახურება.

"კულტურა სტრატეგიით საუზმობს" - მენეჯმენტის ლეგენდარული კონსულტანტისა და მწერლის პიტერ დრაკერის ცნობილი ციტატაა. ის არ გულისხმობდა იმას, რომ სტრატეგია უმნიშვნელოა, არამედ იმას, რომ ძლიერი კულტურა ორგანიზაციის წარმატებისკენ, სტრატეგიის აღსრულებისკენ მიმავალი გზაა.

ერთიანი კულტურა ორგანიზაციისა და ბრენდის ერთგვაროვან გამოცდილებას ქმნის როგორც თანამშრომლებისთვის, ისე - მომხმარებლებისთვის. 

თუ ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელზე, თანამშრომლისთვის ზრუნვა ბუნებრივი მდგომარეობა ხდება და ისიც იწყებს მომხმარებლისთვის იმავე გამოცდილების შექმნას. 

ბედნიერი თანამშრომლები კი ყოველთვის არიან მოტივირებულები, რომ მომხმარებელს დაეხმარონ და ცხოვრება გაუმარტივონ.