კულტურა სიახლეები

პრემია ,,ელისო'' 2025

მარტი 25, 2025

ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, უკვე მეორედ გაიმართება. 

ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება


კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე - https://filmfreeway.com/ElisoAwards 

წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან: 


· ელისო საუკეთესო ფილმისთვის

· ელისო საუკეთესო მსახიობისთვის

· ელისო საუკეთესო რეჟისორისთვის

· ელისო საუკეთესო ოპერატორისთვის

· ელისო საუკეთესო მონტაჟისთვის

· ელისო საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის


კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.


ჟიურის ვინაობა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


კინოდაჯილდოება პირველად 2024 წელს გაიმართა და გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ: 

  • საუკეთესო ოპერატორი - ლომერო ახვლედიანი (ღიმილიანი საქართველო)
  • საუკეთესო რეჟისორი - ელენე ნავერიანი (შაშვი შაშვი მაყვალი)
  • საუკეთესო მსახიობი - ეკა ჩავლეიშვილი (შაშვი შაშვი მაყვალი)

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის პრემია გადაეცა ქალბატონ მზექალა შანიძეს

„ელისოს“ გამოჩენა ქართულ კინოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც თიბისი, როგორც ქართული კულტურის განვითარების აქტიური მხარდამჭერი, პირველივე დღიდან გულშემატკივრობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ „ელისოს“ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს რეგიონების კულტურული და სოციალური ცხოვრების გაძლიერების კუთხით, რაც თიბისის უცვლელი პრიორიტეტია.